მატჩის წინ - მამარდაშვილმა ხაუმესთან კონკურენცია დასძლია

AutoSharing Option
"ლა ლიგის" 26-ე ტურის წინ 101greatgoals-ი "ვალენსიას" შესახებ წერს, გიორგი მამარდაშვილს კი კვლავ ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებს:

გაგრძელდება თუ არა "ვალენსიას" ბოლოდროინდელი შედეგები?

ხოსე ბორდალასის გუნდს შობის შემდეგ არ გაუმარჯვია და 21 შესაძლებლობიდან მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა. "ვალენსია" ევროტურნირების ზონას 8 ქულით ჩამორჩება. 

ბილბაოს "ატლეტიკთან" სათასო დაპირისპირების განმეორებით შეხვედრამდე "ღამურები" "მალიორკას" ესტუმრებიან. 

სავარაუდო შემადგენლობა

იასპერ სილესენის ტრავმისა და ხაუმე დომენეკთან კონკურენციის დაძლევის შემდეგ კარს ისევ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.

უკანასკნელ შეხვედრაში, "ბარსელონას" წინააღმდეგ, მარცხენა მცველი ხოსე გაია ტრავმის გამო შეცვალეს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ სასტარტოში ლატო იქნება. ძირითადში უნდა იყოს 19 წლის ამერიკელი იუნუს მუსაჰი, მაქსი გომესი კი გონსალო გედეშს წინა
ხაზზე შეუწყვილდება.

"ვალენსია" ბევრი გოლით

ბორდალასის გუნდი საკმაოდ ბევრს უშვებს - საკუთარ კარში მიღებული 42 გოლი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია. ამ მხრივ, მალიორკელებიც "გამოირჩევიან". ასე რომ, ისევ კარის ბევრჯერ აღებას ველით.

შეხვედრა შაბათს, 26 თებერვალს (17:00 სთ), მალიორკაში შედგება.

altკარგი ამბები მამარდაშვილისთვის - სასტარტო და წამყვანი მცველის დაბრუნება

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული