ქართველების მხარდაჭერა უკრაინას - რუსეთიდან ავსტრალიამდე

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ და რუსული აგრესიის შეჩერებას მოითხოვენ.

სლოვაკეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში, გათამაშების ლიდერი, გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას "სლოვანი" "ტრნავას" დაუზავდა - 0:0. ქართველმა ლეგიონერებმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ამ შეხვედრის დროს, სპეციალური მაისურით გამოხატეს.

ესპანეთის ჩემპიონატში "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილმა რუსული აგრესიის შეჩერება ასევე, მაისურზე წარწერით მოითხოვა. მხარდამჭერი განცხადება "ჰალის" თავკაც შოთა არველაძისგანაც მოვისმინეთ.

Sportall.Ge

მსგავსი ნაბიჯი სხვა ქართველი ლეგიონერებისგანაც ვიხილეთ - კვიპროსში გიორგი ქვილითაიამ და ავსტრალიაში ბექა მიქელთაძემ გოლები უკრაინელებს მიუძღვნეს. ასევე, უკრაინის მიმართ
მხარდაჭერა ყაზანის "რუბინის" ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გამოხატა...

დღეს, 27 თებერვალს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ლიდერთა შეხვედრა, გიორგი ჩაკვეტაძის "ჰამბურგსა" და "ვერდერს" შორის წუთიერი დუმილით დაიწყება - უკრაინისადმი თანადგომას ამ ფორმით გამოხატავენ.

 

altჩინებული მამარდაშვილი და მისი გზავნილი პუტინს" - ესპანური მედია და ბორდალასი აღფრთოვანებულნი არიან

altმიქელთაძემ გაიტანა და გოლი უკრაინას მიუძღვნა [VIDEO]

altკვარაცხელია რუსეთის უკრაინაში შეჭრას გამოეხმაურა

alt"Слава Україні! Героям слава!... აბსოლუტურად ყველა ქართველი მხარს უჭერს უკრაინას" - რა თქვა არველაძემ გამარჯვების შემდეგ


მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველაზე მაგარი ვინც გააკეთა კვარაცხელია იყო,რუსეთში მოთამაშე ბიჭმა ოკუპანტების წინაამღდეგ გამო ი და,გილოცავ შენგელიაც,კაშიასი არ მჯერა,ეს ის კაშია არ არის გარყვნილების პროპაგანდის სამკლაური რომ გაიკეთა..
mamuka
12:46 27-02-2022
21
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული