"ჩემ პროვოცირებას ცდილობენ..." - ხვიჩას ინტერვიუ "რუბინის" ოფიციალურ გვერდთან

AutoSharing Option
ორშაბათს, 28 თებერვალს (20:00 სთ), ყაზანის "რუბინი", რომელიც რუსეთის პრემიერლიგაში მე-11 ადგილს იკავებს, ლიდერ "ზენიტს" ესტუმრება. ყაზანელთა ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ინტერვიუ ჩაწერა.

სათამაშო კონდიციებზე

ახლა ყველაფერი რიგზეა, თუმცა კარგად მესმის, რომ ჯერ სრულ მზადყოფნაში არ ვარ. მეორე ნახევრის დაწყებამდე ფორმაში შესვლას ვცდილობ და ამისთვის გაძლიერებულად ვვარჯიშობ. ახლა ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს, რათა 90 წუთი ვითამაშო.

სლუცკი

ის მუდამ მოითხოვს, რომ უფრო პროდუქტიული ვიყო და კლასი ავიმაღლო. მაფრთხილებს, რომ მოწინააღმდეგეები ფეხებში ხშირად შეგნებულად ჩარტყმას არ ერიდებიან, რითაც ჩემ პროვოცირებას ცდილობენ და ამისთვის მზად
უნდა ვიყო.

ახალწვეულებზე

მაგალითად, ლომოვიცკის ასპარეზობა ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია. ამ ეტაპზე, მას მარცხენა ფლანგზე აყენებენ და მასთან ხშირად ვურთიერთქმედებ. კარგად ვუგებთ, ძალიან სასიამოვნო იქნება მასთან თამაში... ლისაკოვიჩი ძალიან კარგი თავდამსხმელია, ის თავისუფალ ზონებში მშვენივრად იხსნება. მას ყველა თვისება აქვს, რათა გუნდს გოლებით დაეხმაროს.

ჯერჯერობით მთავარია, ყველა ჯანმრთელი იყოს. სეზონის მეორე ნაწილისთვის ვემზადებით, რომ ევროთასებზე გავიდეთ.

"ზენიტზე"

"ზენიტი" ძალიან ძლიერი გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელებით. ყველას უხარია, რომ ასეთ გუნდებთან თამაშობს და გამარჯვებისთვის მაქსიმუმს აკეთებს. ლიდერების წინააღმდეგ ჩვენ კარგად ვთამაშობთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 3 ქულა მოვიპოვოთ.


altკვარაცხელია რუსეთის უკრაინაში შეჭრას გამოეხმაურა

altკვარაცხელია შეცვლაზე შევიდა, საჯარიმოში შეიჭრა და მოსკოვის "დინამოს" გაუტანა [VIDEO]

altაქტიური კვარაცხელია დისკომფორტის გამო შეცვალეს, "რუბინმა" დიდი ანგარიშით გაიმარჯვა




მკითხველის კომენტარები / 28 /
რუსებს აღარავინ ეთამაშება ფეხბურთს ბელორუსების გარდა!!!! წამოდი დროზე მანდიდან თავს უშველე, მერე ძალიან გვიან იქნება. ხომ ხედავ ნეიტრალურზეც აღარავინ ეთამაშება მაგათ
rigiti
15:10 27-02-2022
6
წამოდი შვილო მაქედან. ახლა გაქვს მშვენიერი შანსი დააღწიო თავი მაქაურობას, გაწყვიტო კონტრაქტი პროტესტის ნიშნად. ამ დროს არც უეფა და არც ფიფა კონტრაქტის გაწყვეტისთვის სანქციებს არ დაგადებს და მშვიდად წახვალ რომელიმ ევროპულ გუნდში. თუ არადა დარჩი ჯუღელის ტყვეობაში
ირაკლი
14:33 27-02-2022
6

სიახლეები პოპულარული