ლოჩოშვილმა მოწინააღმდეგე სიკვდილისგან იხსნა - ლუკას გმირული საქციელი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
23 წლის ქართველმა მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა მეტოქე ფეხბურთელის, გეორგ ტეიგლის სიცოცხლე გადაარჩინა.

"აუსტრიასა" და "ვოლფსბერგერის" მატჩის 90-ე წუთზე ტეიგლი უგონოდ დაეცა მოედანზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარება კი ლოჩოშვილმა აღმოუჩინა და მისი სიცოცხლე იხსნა.

ქართველის დახმარებით ავსტრიელი გონს მოვიდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ლუკას ფეხბურთელები ეხუტებოდნენ და დიდებული საქციელისთვის მადლობას უხდიდნენ.

აღსანიშნავია, რომ მატჩის შემდეგ ჩვენებურის ფოტო გავრცელდა, სადაც მას უკრაინის მხარდამჭერი მაისური აცვია. ქართველმა სპორტსმენმა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა:

"არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ბევრ განცხადებას აკეთებს, მაგრამ ბევრ მხარდაჭერას
ვგრძნობ და მთავარია, რომ ტეიგლი გადარჩა და თავს კარგად გრძნობს.

მას სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. თითოეული სიცოცხლე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინაში ეს საშინელება ხდება.

მე ბევრი მეგობარი მყავს უკრაინაში და ახლა მათ ძალიან უჭირთ. მინდა მათ მხარდაჭერა გამოვუცხადო", - წერს ლოჩოშვილი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგარი ბიჭია, ლუკა! ვამაყობ!
მერაბი
09:49 01-03-2022
0
ყოჩაღ, რა მალე და ზუსტად შეაფასა სიტიაცია, სანამ სხვები თამაშს აგრძელებდნენ როგორ მოწყვეტით გაიქცა დასახმარებლად, ბრავო!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული