ჩაკვეტაძის კონკურენტმა მოუკლო - გიორგის ადგილი ძირითადშია

AutoSharing Option
ვინც მაღლა დაფრინავს, ქვემოთაც ეცემა. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ფარიდე ალიდუს, რომელიც ამჟამად მცირე ვარდნას განიცდის, არწივის თვალებით უყურებენ. "ვერდერთან" (2:3) წაგებულ მატჩში 20 წლის ფეხბურთელის კიდევ ერთი უშედეგო თამაში ვიხილეთ და შესვენების შემდეგ შეცვალეს.

"ის ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც მომავალ წელს ბუნდესლიგაში ითამაშებს“, - თქვა კლუბის დირექტორმა იონას ბოლდტმა. კრიზისული პერიოდის მიუხედავად, "ბოსი" ალიდუს მაინც აქებს.

რა მოხდება "ჰამბურგის" მომდევნო შეხვედრაში? სავსებით შესაძლებელია, გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც გუნდში იმპულსი მოსვლისთანავე შეიტანა, თასზე სასტარტოში ვიხილოთ.

"ჰამბურგი" გერმანიის თასის მეოთხედფინალში
"კარლსრუეს" 2 მარტს (21:30 სთ) უმასპინძლებს, მეორე ბუნდესლიგის უახლოეს ტურში კი 3 დღის შემდეგ (23:30 სთ) "ნიურნბერგს" ესტუმრება.

მომზადებულია Mopo-ს მიხედვით


alt"ჰამბურგი" დრამატულ მატჩში დამარცხდა - ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა

altჩაკვეტაძე დერბის გამოცდილებით - გერმანული მედია "ვერდერთან" მატჩამდე

altჩაკვეტაძე, როგორც ჯოკერი - bild-ი ქართველზე წერს


მკითხველის კომენტარები / 4 /
ამხელა კომენტარი დავწერე და ამ თამაშზე არ გამომიიქვეყნეს. თქვენ ხალხი ხართ ამის მერე?
ბს
04:17 02-03-2022
0
ვერდერტან არაპერი გაუკეტებია.მომეცი,მოგეცი.ეს იკო მისი ტამასი.
vagneri janashia
00:25 02-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული