ყაზაიშვილმა პენალტი ააცილა, თუმცა გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის მე-3 ტურში ვაკო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაიმ" საკუთარ მოედანზე "სუვონი" 2:1 დაამარცხა, ქართველმა ლეგიონერმა კი გამარჯვების გოლი გაიტანა.

შეხვედრაში სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში გათანაბრდა. 52-ე წუთზე ყაზაიშვილმა თერთმეტმეტრიანი კარს ააცილა, თუმცა შეცდომა მალევე გამოასწორა და 67-ზე 3 ქულის მომტანი დარტყმა შეასრულა. მატჩის დასრულების შემდეგ ვაკომ უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ულსანი" 7 ქულით ლიდერია და 6 მარტს "იეონბუკს" ესტუმრება. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველისთვის მიმდინარე სეზონში ეს სადებიუტო გოლი იყო.

altყაზაიშვილი საუკეთესოა - ქართველი ნახევარმცველი გამოარჩიეს

altყაზაიშვილის მაგარი გოლი

და ვაკო ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული