მატჩის დღე! მამარდაშვილი კარიერაში ყველაზე დიდი გამოწვევის წინ

AutoSharing Option
"მესტალიაზე" გასამართ "ვალენსიასა" და ბილბაოს "ატლეტიკის" განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ორ ფეხბურთელს ექნება - გიორგი მამარდაშვილსა და ჯულენ აგირეზაბალას. 21 წლის ასაკში ორივე მეკარეს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. შეგახსენებთ, მათ შორის დუელი ფინალში გასვლისთვის გადამწყვეტი გახდება.

ქართველი გოლკიპერის ამ დონეზე გამოჩენა მოულოდნელი იყო, ყოველ შემთხვევაში, როცა ის ზაფხულში იჯარით გადმობარგდა. თუმცა გიორგი გუნდს სწრაფად შეეგუა და სასტარტოშიც დამკვიდრდა. მან თამაში სილესენის მიერ სეზონის წინ მიღებული ტრავმის გამო დაიწყო და ნიდერლანდელის ხელახალი დაზიანების შემდეგ კვლავ ბორდალასის რჩეული გახდა.

მამარდაშვილი, რომელიც იანვრიდან
"ვალენსიას" სრულფასოვანი ფეხბურთელია, თავისი ჯერ კიდევ ხანმოკლე კარიერის განმავლობაში, ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშისთვის იმ წინაპირობით ემზადება, რომ თავის გამოჩენის შანსი ბოლო შეხვედრებში ეძლევა.

დღეს საღამოს ქართველი უდიდეს გამოწვევას მიიღებს...

შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა ბილბაოში 1:1 დასრულდა, "მესტალიური" დაპირისპირება კი თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Superdeporte-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
სილესენზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მეორე მამარდაა.. დომენეკი საერთოდ როგორ მოხვდა ვალენსიაში არ ვიცი.. რაღაც მეკარისთვის უაზრო მოძრაობები აქვს.. ეგ მე სულ არ მაინტერესბს, მაგრამ.. მამარდა მეორეა, ჯერჯერობით, ცოტა ხანში პირველი იქნება... ცოტა , როცა დაკაცდება, მეკარეებს დავაჟკაცება უხდებათ.. :)
კახაკ
16:56 02-03-2022
1
მე მგონი დომენეკს დააყანებს რადგან თასზე სილესენის ჯანმრთელად ყოფნის დროსაც მაგას აყენებდა. უბრალოდ ნახევარფინალის პირველ თამაშში დომენეკიც არ იყო ჯანზე და მაგიტო დააყენა გიორგი.
რრრ
14:35 02-03-2022
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული