კვარაცხელია ქართველების წინააღმდეგ - თასის მეოთხედფინალისთვის

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ და "რუბინმა" პრემიერლიგა წარუმატებლად განაახლეს - ლიდერ "ზენიტთან" ლისაკოვიჩის დუბლის მიუხედავად (2:3), დამარცხდნენ. მათი შემდეგი გამოწვევა თასის გათამაშებაა, საიდანაც ევროტურნირებზე გასვლის შანსი უფრო დიდი იყო, თუმცა, მოგეხსენებათ, რუსულ კლუბებს ეს უფლება ჩამოართვეს.

დღეს, 3 მარტს (20:00), ერთმატჩიან მერვედფინალურ შეხვედრაში, ყაზანელები ქართველი ფეხბურთელების ვოლგოგრადის "როტორს" უმასპინძლებენ, რომელიც პირველი დივიზიონის ერთ-ერთი აუტსაიდერია.

შეგახსენებთ, ვოლგოგრადელთა ღირსებას ილია ბერიაშვილი, ბექა ქავთარაძე, ასევე, რუსეთის მოქალაქეები - ნიკა ყიფიანი და გიორგი მახათაძე იცავენ.

ჯერჯერობით მეოთხედფინალში "სპარტაკი", ცსკა, "ალანია" და "დინამო" გავიდნენ.

altრუსების დასჯის ჩვენებური

ინტერესი - ხვიჩა ინგლისში, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში...

მკითხველის კომენტარები / 8 /
YVELA TAVMOYVARE PEXBURTELI DA MRCTVNELI CAVIDNEN RUSETIDAN GAAPROTESTES IS RASAC UKRAINASHA AKETEBEN.. TKVEN RA GCHIRT BICHO VIN UNDA GAAXARO SHENI GOLEBIT RUSI OKUPANTI XALXI??
Dato
16:45 02-03-2022
7
ვფიქრობ დროა ხვიჩამაც და ყველა ქართველმა სპორტსმენებმაც გაწყვიტონ ქონტრაქტები რუსეთში. წამოვიდნენ დატოვონ რუსეთი და სხვაგან გააგრძელონ კარიერა. მაგ ქვეყანას სიკეთე და განვითარება აღარ უწერია. ეს ყველაფერი შეეხო და უფრო მეტად შეეხება სპორტს, ზოგადად ფეხბურთს. სპარტაკის პრეზიდენტმა ფედუნმა უკვე დაკარგა 80% ქონება. უკვე ვნახეთ რაც დაატყდათ ფაშისტების ნაკრებებს და კლუბებს ყველა სპორტულ სახეობაში. რაც ყველაზე მთავარია მორალურადაც აღარ შეიძლება მაგ ქვეყანაში ხალხს მოუტანო სიხარული.
G.LA
11:47 03-03-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული