სუპერმამარდა და "ვალენსია" ესპანეთის თასის ფინალში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „ვალენსიამ“ სახლში „ბილბაო“ 1:0 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

თამაშმა დიდი ინტერესი გამოიწვია. შეგახსენებთ, გასვლაზე „ვალენსიამ“ ფრეს (1:1) მიაღწია. გულშემატკივრები გუნდს „მესტალიას“ შესასვლელთან დახვდნენ და ფოიერვერკების ფონზე სტადიონზე გამამხნევებელი შეძახილებით შეაცილეს.

მასპინძელთა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ყველა ტურნირზე მე-11 შეხვედრა ჩაატარა და კარიერის უმნიშვნელოვანეს მატჩში საუცხოოდ გაისარჯა. მან ზედიზედ მეორეჯერ შეინახა კარი მშრალად.

პირველი ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა. ქართველი მეკარე დამაჯერებელი იყო, მუნიაინსა და უილიამსს არ დაანება გოლის გატანა, 43-ე წუთზე კი გედეშმა „ღამურები“ დააწინაურა. მეორე ტაიმში
ბევრი იყო ბრძოლა, ანგარიში არ შეიცვალა და "ვალენსიამ" გაიმარჯვა.

დღეს, მეორე ნახევარფინალში, ერთმანეთს "ბეტისი" და "რაიო ვალეკანო" დაუპირისპირდებიან და მათ შორის გამარჯვებული 23 აპრილს ფინალში "ვალენსიას" შეხვდება.

"ვალენსიას" რვაჯერ აქვს მოგებული ესპანეთის თასი - ბოლოს 2019 წელს. მაშინ "ბარსელონას" სძლია.

ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - ბილბაო 1:0
გოლი: გედეში (43)

მკითხველის კომენტარები / 14 /
მამარდ გააფთრებული იაგუარივით იცავდი საკუთარ კარს ბრავო კარგი იყო წარმატებები ვალენსიას წინ ფინალია.
Georgia
12:52 04-03-2022
0
ეს ბიჭი ყოველდღიურად იზრდება.
გენაცვალე, ქართველო!
ILIA
19:35 03-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული