სლუცკი: მე არ მითქვამს, რომ ლეგიონერები რჩებიან

AutoSharing Option
რუსეთის თასის 1/8-ფინალში "რუბინმა" სახლში 2:1 სძლია "როტორს" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. ხვიჩა კვარაცხელიამ 76-ე წუთამდე ითამაშა. ნამატჩევს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ უპასუხა.

- ამ რთულ სიტუაციაში რამდენად რთული იყო მოტივირება? ამ ვითარებაში როგორ ახერხებთ ყოველდღიურ სამუშაოზე მოთამაშეთა მოტივირებას?
- საერთოდ, ყველაფერი მაქსიმალურად მარტივია. ჩვენ ვამბობდით, რომ ფეხბურთისგან მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღოთ და ვიყოთ ბედნიერები, რადგან მოედანზე გასვლის საშუალება გვაქვს; ვივარჯიშოთ, ვითამაშოთ და საყვარელი საქმით დავკავდეთ.

- თქვენ თქვით, რომ ლეგიონერებს მოელაპ
არაკეთ და ისინი რჩებიან. ხომ არ დაიწყო მათ შორის დუღილის პროცესი?

- მე არ მითქვამს, რომ მათ მოველაპარაკეთ და ისინი რჩებიან. მე ვთქვი, რომ ლეგიონერებს გამგზავრებასთან დაკავშირებით არ მოუმართავთ. მოცემულ მომენტში არაფერი შეცვლილა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯუღელო კი არა, ადამიანს აქვს თავი, ჭკუა, სინდისი და პასუხისმგებლობა. თუ კვარაცხელია მაგ წუმპეში დარჩენას გადაწყვეტს მას მოსთხოვეთ პასუხი და არავინ სხვას...
ჯაბა
04 მარტი 2022 08:48
3
Დაწყნარდით სუყველა.ძალიან მალე ხვიჩაც წამოვა რუსეთიდან და სხვებიც.აი მერე მაინტერესებს რაღას იტყვით და ვის დაუწყებთ გინებას?აი მერე ვინ ხართ,ვინც ამათ წაიყვანთ ბარსელონასა და რეალებში ან მილანებში ეგ მაინტერესებს?
გადახედეთ ხალხო რა ბავშვები თამაშობენ და როგორ გუნდებში.19-20 წლისები მოედანზე დაფრინავენ და ვისი იმედი გაქვთ რომ ტოპ გუნდს გაქაჩავს,ვისი?
Დიდება უკრაინას! დიდება გმირებს!!!
ბაბუაწვერა
04 მარტი 2022 08:48
11
ბაბუ მგონი ვერ აცნობიერებ რაც ხდბა მსოფლიოში. რა შუაშია ბარსა და სიტი, ვინ ამბობს იქ წავლენო? იქიდან უნდა წამოვიდნენო ამაზეა საუბარი და სადაც უნდათ იქ წავიდნენ მათი საქმეა. იქიდან თვითონ ეგ ურჯულოები გამორბიან აქეთ და ისინი არ უნდა შემოუშვათ ასე თავისუფლად, თორემ ჩვენ ჩამოგვისახლდებიან და მერე იგივეს გაგვითამაშებენ, ჩემი ხალხიაო მან გვეტყვიან ეგ ფაშისტები.
G.LA
04 მარტი 2022 13:13
1
Oh jugeloo
I have
04 მარტი 2022 01:03
3
იქნებ სულ არ უნდათ რუსეთიდან წამოსვლა? ხელფასი კარგი აქვთ, არიან კმაყოფილები,რა წაიღეთ ტვინი? რომელიმემ თქვა წამოსვლა მინდაო? ისე რუბინზე ახია, გაეყიდათ 12 მილიონად, ახლა აიღებენ ბუს კვერცხებს.
koba
04 მარტი 2022 17:10
1
Მე რო ვაცნობიერებ ნეტა შენ აცნობიერებდე ეგრე.2008 წელს შენისთანები იყვნენ ფარდის კუთხის გაწევისა რო ეშინოდა.ნუ აქ რა თქმა უნდა რემბო იქნები ან ტერმინატორი მაგრად გეტყობა
G.LA-ს
04 მარტი 2022 15:44
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული