სლუცკი: მე არ მითქვამს, რომ ლეგიონერები რჩებიან

AutoSharing Option
რუსეთის თასის 1/8-ფინალში "რუბინმა" სახლში 2:1 სძლია "როტორს" და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა. ხვიჩა კვარაცხელიამ 76-ე წუთამდე ითამაშა. ნამატჩევს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ყაზანური გუნდის მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ უპასუხა.

- ამ რთულ სიტუაციაში რამდენად რთული იყო მოტივირება? ამ ვითარებაში როგორ ახერხებთ ყოველდღიურ სამუშაოზე მოთამაშეთა მოტივირებას?
- საერთოდ, ყველაფერი მაქსიმალურად მარტივია. ჩვენ ვამბობდით, რომ ფეხბურთისგან მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღოთ და ვიყოთ ბედნიერები, რადგან მოედანზე გასვლის საშუალება გვაქვს; ვივარჯიშოთ, ვითამაშოთ და საყვარელი საქმით დავკავდეთ.

- თქვენ თქვით, რომ ლეგიონერებს მოელაპ
არაკეთ და ისინი რჩებიან. ხომ არ დაიწყო მათ შორის დუღილის პროცესი?

- მე არ მითქვამს, რომ მათ მოველაპარაკეთ და ისინი რჩებიან. მე ვთქვი, რომ ლეგიონერებს გამგზავრებასთან დაკავშირებით არ მოუმართავთ. მოცემულ მომენტში არაფერი შეცვლილა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
იქნებ სულ არ უნდათ რუსეთიდან წამოსვლა? ხელფასი კარგი აქვთ, არიან კმაყოფილები,რა წაიღეთ ტვინი? რომელიმემ თქვა წამოსვლა მინდაო? ისე რუბინზე ახია, გაეყიდათ 12 მილიონად, ახლა აიღებენ ბუს კვერცხებს.
koba
17:10 04-03-2022
1
Მე რო ვაცნობიერებ ნეტა შენ აცნობიერებდე ეგრე.2008 წელს შენისთანები იყვნენ ფარდის კუთხის გაწევისა რო ეშინოდა.ნუ აქ რა თქმა უნდა რემბო იქნები ან ტერმინატორი მაგრად გეტყობა
G.LA-ს
15:44 04-03-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული