მატჩის დღე! "ჩაკვეს" ძირითადში ელიან, "ჰამბურგს" მძიმე შეხვედრა ელის

AutoSharing Option
გერმანიის თასის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ "ჰამბურგი" მე-2 ბუნდესლიგაზე უნდა გადაერთოს, რათა დაკარგული პოზიციები აღიდგინოს.

დღეს, 25-ე ტურში მე-4 პოზიციაზე მყოფი "დინოზავრები" მე-6 ადგილოსან "ნიურნბერგს" ესტუმრებიან, გიორგი ჩაკვეტაძის გუნდს ამ შეხვედრაში ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს, რადგან მე-3 ადგილთან ჩამორჩენა 3 და მეტი ქულა გახდება, წაგების შემთხვევაში კი დიდი შანსია "შალკემ" და "თვითნ" "ნიურნბერგმა" გადაასწრონ...

"ლიგამ დაამტკიცა, რომ საფრთხე ყველა გუნდისგან მოდის. ვიცით, რომ მოწინააღმდეგეებმა ჩვენთან თამაშში ადაპტაცია გაიარეს და ყოველთვის გამარჯვებაზე ფიქრობენ. რა თქმა უნდა, პატივისცემას გამოვხატავ, თუმცა ჩვენ ჩვენი
შესაფერისი შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი. მშვენიერი გუნდი გვყავს, ესაა რაც გვაძლიერებს, სხვა დანარჩენი არც ისე მნიშვნელოვანია" - განაცხადა ტიმ უოლტერმა (მწვრთნელმა).

შეგახსენებთ, გერმანიის თასის მეოთხედფინალში "ჰამბურგი" "კარლსრუეს" დაუპირისპირდა, ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "დინოზავრებმა" 3:2 მოიგეს და გაიმარჯვეს.



სავარაუდოდ, უოლტერი სასტარტო თერთმეტეულის შეცვლას არ აპირებს, ამიტომ დიდი შანსია გიორგი ძირითად თერთმეტეულში ვიხილოთ, თანაც ხსნებულ მეოთხედფინალში ჩვენებურმა თავი პირველი ბუნდესლიგური ასისტით გამოიჩინა, პირველ გერმანულ გოლს კი ჯერ კიდევ ველით.

შეხვედრა თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება

მკითხველის კომენტარები / 2 /
დღეს გოლს იტანს. ნახავთ ყველა
ჩაკვე
17:22 05-03-2022
0
Chakve male dortmundishi menaxe
I have
14:54 05-03-2022
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული