მასპინძელთა გუნდის განაცხადში არ იყვნენ ტრავმირებული ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი, ხოლო გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა და მე-14 წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა. 25-ე წუთზე „აპოელი“ ნდონგალამ დააწინაურა, 88-ე წუთზე კი საპასუხო გოლი სტეპინსკიმ გაიტანა.
„აპოელი“ 40 ქულით ამ მომენტისთვის მეორე ადგილზეა, 9 მარტს თასზე „ანორთოსისს“ უმასპინძლებს, ხოლო 13 მარტს ჩემპიონატზე გასვლაზე აეკ-ს შეხვდება.