ისევ გაიტანა - ზივზივაძე "უიპეშტს" ფსკერიდან მიათრევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატზე კვლავ გამოიჩინა თავი ბუდუ ზივზივაძემ.

დღეს "უიპეშტმა" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "პუშკაშს", ზივზივაძემ კი შეუცვლელად ითამაშა და გოლი გაიტანა. რაც ახალ გუნდში გადავიდა, ბუდუმ ჩემპიონატის 3 მატჩში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. მის ანგარიშზე ამ სეზონში ჩემპიონატის 15 მატჩში 6 გოლია.

გიორგი ბერიძე განაცხადში არ იყო.

"უიპეშტმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 27 ქულით მერვე ადგილზეა და 12 მარტს სტუმრად "დებრეცენს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დაამტკიც არომ ყოფილი გუბდის მწვრთნელი უსამართლოდ ექცეოდა გადავიდა უფრო სუსტ გუნდში და ამდწნი გოლი გაიტანა 3თამაში 4გოლი კაია რომ ასეთ ფორმაში ხარ წარმატებები ✌✌
ემიგრანტი
06 მარტი 2022 05:51
0
მაგარი გოლი შეუგდია!
ალექსა
06 მარტი 2022 01:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული