ფიფას ნაბოძები დროებითი თავისუფლება თუ ქართველი ლეგიონერებისთვის რუსეთიდან თავის დახსნის საშუალება?

AutoSharing Option
როგორც „ნიუ იორკ თაიმსმა" დააანონსა, ორშაბათიდან ფიფამ რუსეთის პრემიერლიგაში მოასპარეზე ლეგიონერებს კონტრაქტების შეჩერების უფლება მისცა. ჯერჯერობით მხოლოდ შეჩერების და არა გაწყვეტის.

მათ შეუძლიათ სხვა კლუბთან ხელშეკრულება 30 ივნისამდე მისი გახანგრძლივების შესაძლებლობის გარეშე გააფორმონ და ეს 7 აპრილამდე უნდა მოახერხონ.

ფიფამ გადაწყვეტილება უეფასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. ფეხბურთელებს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ 10 მარტამდე თავიანთ რუსულ კლუბებთან ურთიერთშეთანხმებას ვერ მიაღწევენ.

ყოველ კლუბს უფლება ეძლევა, რუსეთიდან აბარგებული არაუმეტეს ორი მოთამაშისა დაიმატოს.

უკრაინის პრემიერლიგის ლეგიონერებთან კონტრაქტები ავტომატურად შეჩერდა.

რა პერსპექტივაა ეს
რუსეთში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელებისთვის? შესაძლოა, ზოგიერთს ფინანსური საკითხის გამო არც აწყობს გუნდის გამოცვლა, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ ის, რომ რუსეთის გარდაუვალი ეკონომიკური კოლაფსიდან გამომდინარე, კლუბებს მალე აღარ შეეძლებათ ხელფასის გადახდა. ლეგიონერები ერთგვარ ცაიტნოტში არიან, კლუბის მოსაძებნად ცოტა დრო აქვთ. თანაც, სანამ ახალ გუნდში გადავლენ, ადაპტაციას გაივლიან და თამაშს დაიწყებენ - ამასობაში სეზონი თითქმის გაილევა და ფიფას გადაწყვეტილების მიხედვით, უკან დაბრუნება მოუწევთ.

სიტუაცია მართლაც რთულია, თუმცა, არავინ იცის, ზაფხულისთვის როგორი ვითარება იქნება და არც ისაა გამორიცხული, იმ დროისთვის რუსულ კლუბებს ლეგიონერების დაბრუნების საშუალება და უფლება არც ჰქონდეთ. დღევანდელი გადასახედიდან, სავარაუდოდ, ასეც იქნება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თუ 3 თვეში უკან უნდა დაბრუნდეს რა აზრი აქვს დროებით წასვლას?
ზურა
09 მარტი 2022 18:14
0
არსადაც არ გადავა ეგ ხვიჩა, აგერ ნახავთ
Vax
08 მარტი 2022 14:11
3
ჯუღელი წაიყვანს მაგათ გოლანდიაში
დავით
08 მარტი 2022 13:38
2
ხვიჩა არ წავა არსად ამ პერიოდში და კონტრაქტის ბოლომდე დარჩება რუსეთში.. შევეშვათ ფუჭ ოცნებებს მერე იმედი გვიცრუვდება ხოლმე.. თუ არ გჯერავთ აგერ თქვენ აგერ მე და აგერ ხვიჩაც...ps თუ შევცდი ბოდიშის მოვიხდი თუ არა და გამიხსენეთ)))
Meb
08 მარტი 2022 11:45
3
ტიპი ფეხისთრევით თამაშობს(ხვიჩაზე ვამბობ) და რა გაძლევთ ასე ლაპარაკის საშუალებას?
ბაჩი
08 მარტი 2022 13:30
3
რთული ამბავია ქართველი ფეხბურთელებისთვის. არვიცი ხვიჩას გარდა რომელი ქართველი ფეხბურთელი მონახავს კლუბს რომელსაც მათი აყვანა ენდომება. ალბათ მხოლოდ ქარტული კლუბები თუ აიყვანებენ.....
ბათუმელი ექსპერტი
08 მარტი 2022 10:03
2
თავისუფლება მონებისთვის ხშირად არის პრობლემა. არ უნდა ამ ხალხს თავისუფლება და შ...ცი თუ გინდა
თემო
08 მარტი 2022 09:00
9
არც ისაა გამორიცხული, რომ სულ მალე რუსეთი საერთოდ აღარ იარსებებს.
ქ. გ.
08 მარტი 2022 07:33
6
სამი დისლაიქი = სამი მოღალატე
აკო
08 მარტი 2022 12:57
1
შენს პირს შაქარი!
dimo
08 მარტი 2022 10:50
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული