"ეს ხარახურა ლეგიონერები არავის სჭირდება" - ანზორი აბობოქრდა

AutoSharing Option
რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მეკარე ანზორ კავაზაშვილი ძალიან გააქტიურდა. ამჯერად მან განაცხადა, რომ მათ პრემიერლიგაში მოასპარეზე ლეგიონერები ევროპულ კლუბებს არ სჭირდებათ.

"ლეგიონერები, რომლებიც რუსეთში თამაშობენ, ევროპაში არავის დასჭირდება.

ჩვენს ლიგაში ძალიან სუსტი უცხოელები არიან. ყველანაირ ხარახურას აქ ყრიან და აგენტებს უზარმაზარ ფულს აძლევენ.

თუ ლეგიონერებმა კონტრაქტების გაწყვეტა და სხვა ლიგებში წასვლა შეძლეს, ისინი ასეთივე ხელფასებს ვერ მიიღებენ, რადგან მათზე მოთხოვნა არ არის.

შეხედეთ კრალსა და ვლაშიჩს "ვესტ ჰემში" - ისინი სათადარიგოთა სკამს უკანალით აპრიალებენ, სულ ესაა",
- ციტირებს კავაზაშვილს Sport24.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბატონო ანზორ დაბრუნდით აფრიკაში სამხრეთის ჰაერი მოგიხდებათ
Ravi
15:50 08-03-2022
1
საქართველოშო დაბადებულ-გაზრდილი ბერძენი,რუსეთის მოქალაქე და და ყოფილი საფეხბურთო მაღალჩინოსანი.უკვე ასაკშია და მას აღარავინ დანიშნავს სადმე თბილ ადგილზე,მაგრამ ამის დაჯერება არ სურს და ზღვარს გადასული ნაციონალიზმით ცდილობს,რუსებზე უფრო მეტად რუსეთის პატრიოტად გამოჩნდეს.არ ვიცი რამდენად განათლებულია და იცის თუ არა,მაგრამ რუსეთის გენერალი და ბოროდინოს გმირი იყო პეტრე ბაგრატიონი,მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია,მისი საფლავი და მასზე დადგმული ძეგლი აეფეთქებინათ.სხვა ერის შვილს,რუსეთი ღვაწლს არ უფასებს.
სოსო
11:42 08-03-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული