კვიპროსის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში "აპოელმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა "ანორთოსისი", გამარჯვების გოლი კი 52-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ გაიტანა, რომელმაც პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო და 66-ე წუთზე შეცვალეს. მან ყოფილი გუნდის კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა.
ქვილითაიამ ამ სეზონში ჩემპიონატზე 10, თასზე კი 3 გოლი გაიტანა.
"აპოელში" 77-ე წუთამდე ითამაშა თორნიკე ოქრიაშვილმა, ხოლო ბუბა დაუშვილი ტრავმირებულია.
"ანორთოსისის" მეკარე გიორგი ლორია სათადარიგო იყო, რადგან მწვრთნელი თემურ ქეცბაია თასზე ასაფ ცურს ათამაშებს.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 6 აპრილს ჩატარდება.