ჩაკვეტაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და შაბათს ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"ჰამბურგერ მორგენ პოსტი" იტყობინება, რომ HSV-ის შვიდ ფეხბურთელს და მათ შორის გიორგი ჩაკვეტაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და დღეს გუნდმა ვარჯიში მათ გარეშე განაახლა. ვარჯიშში მონაწილეობა 19-მა მოთამაშემ მიიღო.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „ჰამბურგმა“ გუშინ გერმანიის საფეხბურთო კავშირს "ერცგებირგესთან" მატჩის გადადება სთხოვა, მაგრამ გამოცემის მტკიცებით, მათი თხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მოკლედ, "ჰამბურგი" მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა, მით უმეტეს ბოლო მატჩები არადამაჯერებლად ჩაატარა და მე-5 ადგილზე დაქვეითდა.

"ერცგებირგესა" და "ჰამბურგის" დაპირისპირება 12 მარტს თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
იმედია, მალე გამოჯანმრთელდება და განაგრძობს თამაშს. წარმატებები!!!
tngh
15:18 12-03-2022
0
ჩაკვე მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ!!!
ზურა
13:54 12-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული