უკეთესი მამარდაშვილი და მოახლოებული თასის ფინალი - MARCA

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილი სულ ერთი თვეა, რაც "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა, მას შემდეგ, რაც 190 დღე საერთოდ არ უთამაშია. სეზონის სტარტის შემდეგ ხოსე ბორდალასმა გადაწყვიტა, რომ სასტარტოში იასპერ სილესენი დაებრუნებინა. 

ახლა სხვა მამარდაშვილი დაბრუნდა, რომელმაც შეძლო რთულ სიტუაციაში ზეწოლისთვის გაეძლო. მან 4 თვე ნაყოფიერად გამოიყენა. თავიდან ყველაფერი წარმოუდგენლად დაიწყო. ამას ცუდი თამაშიც მოჰყვა - შესაძლოა, გამოუცდელობის გამოც იყო, რომ "სევილიასთან" "სანჩეს პისხუანზე" უხეში შეცდომები დაუშვა.

Sportall.Ge

ბორდალასმა გადაწყვეტილება მიიღო. გიორგის სექტემბრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისამდე აღარ უთამაშია, მაგრამ შემდეგ გაჩნდა შანსი, რომლის მიღებაც ძალიან სურდა. სიმართლე ისაა,
როგორ შეიცვალა მამარდაშვილი სექტემბრიდან მარტამდე. თავდაჯერებულია, იცის, სად არის და უპირველეს ყოვლისა, 21 წლის ასაკში გამოცდილებასაც იძენს.

ბორდალასი ქართველ მეკარეს ისევ ენდო. მანაც ბოლო ერთ თვეში შესანიშნავი თამაშით უპასუხა. გამოცდილებით ნიდერლანდელს აშკარა უპირატესობა აქვს, თუმცა მამარდაშვილი კარგ დროს შევიდა ფორმაში - როცა ჰორიზონტზე თასის ფინალი მოჩანს.


მომზადებულია MARCA-ს მიხედვით

alt"დომენეკმა "გრანადასთან" მატჩი ჩააგდო - მამარდაშვილი დაბრუნდა" - ესპანური მედია

alt"ჩინებული მამარდაშვილი და მისი გზავნილი პუტინს" - ესპანური მედია და ბორდალასი აღფრთოვანებულნი არიან

altკარგი ამბები მამარდაშვილისთვის - სასტარტო და წამყვანი მცველის დაბრუნება


მკითხველის კომენტარები / 1 /
აუ მიდი რაა,თასის ფინალში ათამაშოს მთელი გულით უნდა ვუგულშემატკვირო რომ მოიგოს თავისი პირველი უდიდესი ტიტული.
გეგი
17:47 14-03-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული