ოქრიაშვილს იდეალური პოზიცია მოუძებნეს - სანაკრებო მატჩების წინ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის (ბოსნიასა და ალბანეთთან) შემადგენლობას მიმდინარე კვირის ბოლომდე დაასახელებს. მათ შორის თორნიკე ოქრიაშვილიც უნდა იყოს. მანამდე კი protathlima წერს, რომ "აპოელის" თავკაცმა ავგუსტის სოფრონისმა ქართველ ფეხბურთელს იდეალური პოზიცია მოუძებნა.

გამოცემის მიხედვით, აეკ-თან სტუმრად (2:1) მეორე ტაიმში კარგ თამაშში ოქრიაშვილის მარჯვენა ფლანგზე გადაყვანამ დიდი წვლილი შეიტანა - "მან თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინა და კლუბის მაისურით ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა გამართა."

ნიქოზიელები პირველი ნახევრის შემდეგ აგებდნენ, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ მე-8 წუთზე გამარჯვება გაიფორმეს.
თორნიკემ მინდორზე 82 წუთი დაჰყო.

30 წლის ოქრიაშვილმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩი გამართა და 2 გოლი გაიტანა. მას საქართველოს ნაკრების შეტევაში, ფაქტობრივად, ყველა პოზიციაზე უთამაშია.

altსეტყვამაც ვერ შეაჩერა - ოქრიაშვილის გოლი და "აპოელის" მიჯრით მეოთხე გამარჯვება [VIDEO]

altსანიოლი კანკავას ალტერნატივის ძიებაში - ვინ გამოიცდება ამხანაგურებში?

მკითხველის კომენტარები / 5 /
რანაირ ცუდ ფორმაშიც არ უნდა იყოს ყოველთვის ბოლომდე იხარჯება ნაკრებში და ერთ-ერთი საუკეთესოა, მადლობა ეთქმის ამ ბიჭს, სასაყვედუროც გვაქვს რა თქმა უნდა, შეეძლო ბევრად უკეთესი კარიერა აეწყო, ნაკრებშიც უფრო მაღალი დონის თამაშს აჩვენებდა, ამას ყველაზე კარგად თვითონ ხვდება და ნანობს კიდეც ჩემის აზრით
კახა
16:37 16-03-2022
5
მე წინააღმდეგი ვარ ამის ნაკრებში გამოძახებაზე, ეს არის უზრდელი და თავნება ბიჭი, რომელიც თანაგუნდელებსაც არ ინდობს თამაშის დროს, ის ხელს უშლის ნაკრებს ერთ გუნდად ჩამოყალიბებაში, ეს მხოლოდ ჩემი აზრია, რასაც გვერდიდან ვამჩნევ. ეგ ვერ იტანს, თუ ნაკრებში ვინმე მასზე უკეთესია.
35

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული