სანიოლი კანკავას ალტერნატივის ძიებაში - ვინ გამოიცდება ამხანაგურებში?

AutoSharing Option
უახლოეს დღეებში ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების შემადგენლობას გამოაქვეყნებს, რომელიც მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებში იასპარეზებს. დატვირთულ "ერთა ლიგამდე" ეს ახალი ფეხბურთელების გამოცდის უკანასკნელი შანსია. ერთი მხრივ, შეთამაშების საკითხი აქტუალურია, ამავდროულად კი, კონტინგენტის გაზრდისთვისაც საუკეთესო დროა...

ვინ გამოიცდება დაცვაში?

საქართველოს ნაკრები ახალ ტაქტიკურ სქემასთან ადაპტირდა. 3 ცენტრალური მცველით თამაშისას მათ შეთამაშებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ისე მოხდა, ამ პოზიციაზე ოთარ კაკაბაძე გამოიცადა და მან თავი მშვენივრად წარმოაჩინა.

ამ მიმართულებით რესურსი არის, თუმცა ჯერჯერობით საბა კვირკველია ვერ თამაშობს, ჯიმი ტაბიძე ისევ ტრავმირებულია, ახლა კი ლუკა
ლოჩოშვილიც დაშავდა. ამიტომ ფრანგ მთავარ მწვრთნელს სხვა ალტერნატივების მოძიება დასჭირდება. ბათუმის და თბილისის "დინამოს" მცველების - მამუკა კობახიძისა და საბა ხვადაგიანის შესაძლებლობებს "ჯვაროსნების" დამრიგებელი უკვე იცნობს...

მთავარი გამოწვევა

უკანასკნელ წლებში საქართველოს ნაკრები ჯაბა კანკავას გარეშე წარმოუდგენელი გახდა. ბოლო თამაშებში სანიოლი მინდვრის ცენტრში გვილია-კვეკვესკირის წყვილს ეყრდნობოდა და ჯაბას გარეშე თამაშს ნაკრები ერთგვარად შეეჩვია, თუმცა დეფიციტი მაინც სერიოზულია, განსაკუთრებით, ორთაბრძოლებში გამარჯვებისა და მეტოქის შეტევების ჩაშლის მიმართულებით.

Sportall.Ge

სანიოლი გიორგი აბურჯანიასაც ეყრდნობა, ეროვნული ლიგიდან კი შანსი მამუჩაშვილ-ალთუნაშვილის წყვილსაც მისცა... დღევანდელი გადასახედიდან ისე ჩანს, რომ "ჯვაროსნებში" დაბრუნების შანსი გუგა ფალავანდიშვილსაც აქვს. თუკი ეროვნული ლიგის განვლილ მატჩებს დავაკვირდებით, 28 წლის ფეხბურთელის მაღალი კლასი თვალსაჩინოა - როგორც ჩაშლით, ასევე შეტევით ოპერაციებში ის გამორჩეულია და გუნდის თამაშებს ხელმძღვანელობს.

გუგას კარიერა ისე არ ვითარდება, როგორც ვისურვებდით, მას გარკვეული სტაბილურობა აკლია და ახლა საკუთარი თავის სრულად რეალიზებას ცდილობს. ნახევარმცველს საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. არ ვიცი, რას გადაწყვეტს ვილი სანიოლი, თუმცა მისი სანაკრებო სიაში ყოფნა ნამდვილად სავარაუდოა...

ოთარ კიტეიშვილი ისევ არ მომჯობინებულა და ეს ძალიან ცუდია. მინდვრის ცენტრში ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა...

დეფიციტი მარჯვნივ

ახალ ტაქტიკურ სქემაში ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელებს დიდი დატვირთვა აქვთ. მარცხნივ სერიოზული კონკურენციაა (აზაროვი - გიორბელიძე), მარჯვნივ კი საბა ლობჟანიძე უალტერნატივოდ მოჩანს. ამ ადგილას ერთ-ერთ ვარიანტად გრიგოლ ჩაბრაძე განიხილებოდა. ბათუმის "დინამოელი" ახლა საკუთარი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იშვიათად ხვდება. ვინ შეიძლება გამოსცადოს სანიოლმა?

თორნიკე კირკიტაძე ისედაც განხილვადი იყო, თუმცა, რამდენად დაეყრდნობა მას ფრანგი სპეციალისტი, ვერავინ იტყვის. მაგალითისთვის, კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს გორის "დილას" ფლანგელი რევაზ ჩიტეიშვილი, რომელიც "ჩიხურადან" გვახსოვს, თუმცა შანსს ყველა ნამდვილად ვერ მიიღებს...

ფორვარდს "ა"

ერთი პერიოდი გიორგი მიქაუტაძე თითქოს ულატერნატივოდ იყო და მასთან ერთად ტაქტიკური სქემა უფრო მრავალფეროვანიცაა, თუმცა "სერენის" შემტევი ახლა იდეალურ ფორმაში არაა, თანაც არ დაგვავიწყდეს, რომ ამხანაგური შეხვედრებია და თამაშის საშუალება სხვებსაც უნდა მიეცეთ. დავით ვოლკოვი, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე - რამდენად მოსალოდნელია, რომ ეს სია გაიზარდოს, რთული სათქმელია.

ბექა მიქელთაძე შანსს ნამდვილად იმსახურებს, ნიკა კაჭარავამაც გოლის გემო გაიხსენა, მაგრამ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე სანიოლმა განაცხადა, რომ ჟურნალისტების მხრიდან ხშირად აქცენტი საკმაოდ ბევრი შემტევის შესაძლო გამოძახებაზეა, გუნდს კი ბალანსი სჭირდება...

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 25 და 29 მარტს ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ალბანეთში  ითამაშებს.

altრას მოგვცემს ამხანაგური მატჩები? - რაზეც სანიოლი იფიქრებს

altჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა

altამხანაგურ მატჩებში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია




მკითხველის კომენტარები / 6 /
Rais kacharava da zivzivaze flamarions unda mieces shansi yvelas jobia jovoni
Zaal
11:16 15-03-2022
1
ფლამარიონი ნაკრებში!!
შავი კაცი
18:08 14-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული