"ჰამბურგის" ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კორონავირუსისგან განიკურნა და ასევე გამოჯანმრთელებულ დავიდ კინსომბისთან ერთად დღეს ივარჯიშა, - იტყობინება "ბილდი".
HSV-ში რამდენიმე ფეხბურთელი იყო კორონავირუსით დაინფიცირებული. ამიტომ "ერცგებირგესთან" მატჩი გადაიდო, 19 მარტს კი დიუსელდორფში "ფორტუნას" დაუპირისპირდება.
"ჰამბურგის" მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა განაცხადა, რომ კმაყოფილია გამოჯანმრთელებული ფეხბურთელების დაბრუნებით, ეს პრობლემა მხოლოდ მათ არ ჰქონდათ, არ წუწუნებენ და ყველაფერ შესაძლებელს აკეთებენ.
ამ სეზონში ჩაკვეტაძემ "ჰამბურგში" ყველა ტურნირზე 6 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.