"გარდაცვალების საღამოს ველაპარაკე, მითხრა..." - ხოჭოლავას ვრცელი ინტერვიუ უკრაინაში მიმდინარე ომზე

AutoSharing Option
"რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში საქართველოს ნაკრებისა და "კოპენჰაგენის" მცველმა დავით ხოჭოლავამ უკრაინის ომის შესახებ ისაუბრა:

"ჩემი შვილი ნახევრად ქართველი, ნახევრად უკრაინელია. ჩემი კარიერის საკმაოდ დიდი პერიოდი უკრაინაში მაქვს გატარებული. მთელი ჩემი ცხოვრება რუსეთი არის აგრესორი. მრცხვენია ჩემი მთავრობის...

ჩემი სიმამრი იყო ომის ვეტერანი, 25 წელი ჯარში მსახურობდა. ორი წლის წინ გავიდა პენსიაზე, თუმცა დღევანდელი მდგომარეობის გამო გაიწვიეს. 

სამწუხაროდ, მთლიანად სამხედრო ბაზა რაც ჰქონდათ, მიწასთან გაასწორეს. ჰაერიდან, არ ვიცი, რითი, მაგრამ მთელი შენობა განადგურდა. ბევრი მსხვერპლი იყო... როგორც ვიცი, დღესაც ბევრი ადამიანია
ნანგრევების ქვეშ...

როგორც ყოფილი სამხედრო, თავს ვალდებულად თვლიდა, რომ დაეცვა თავისი ქალაქი და ყველა გაგებით მოეკიდა იმას, რომ წავიდა, გადაწყვიტა იარაღი აეღო ხელში, რათა დაეცვა თავისი თავი და ჩვენი ოჯახი. გარდაცვალების საღამოს ველაპარაკე, მითხრა, რომ ყველაფერი კარგად იყო და რუსების ჯარი გარბის, ეშინიათო.

ისიც მითხრა, რომ ერთადერთი პრობლემა ის გვაქვს, რომ ჰაერიდან ვერაფერს ვშვრებითო. სამწუხაროდ, იმ ღამეს, 4-ზე თუ 5-ზე მოხდა დაბომბვა... დილის 8-ზე გავიგეთ, იმიტომ, რომ ჩემი მეუღლის დედას დაურეკა ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც ასევე დაბომბვაში მოყვა. ძალიან მძიმე ტრავმები ჰქონდა, მაგრამ რაღაცნაირად შეძლო, რომ დაერეკა და ეთქვა, რომ ჩემი სიმამრი აღარ იყო ჩვენთან ერთად...

ჩემი მეუღლის მთელი ოჯახი - ორი პატარა და-ძმა, უფროსი ძმა და დედა მანქანით წამოვიდნენ სლოვაკეთის საზღვართან. 

6 დღე, მინდორ-ველით იმიტომ, რომ ქალაქში შესვლა შეუძლებელია... 1000 კილომეტრი გაიარეს 6 დღეში. ხან ტყეში ეძინათ, ხან მანქანაში, ხან დარბაზში, სადაც დაუღამდებოდათ... ამ 6-დღიანი წვალების შემდეგ დავხვდი უკრაინა-სლოვაკეთის საზღვარზე... და იქიდან ორი მანქანით ჩამოვედით დანიაში. დღეს ჩვენთან ერთად არიან და ჩემი მეუღლის ოჯახი აქ არის. 

მამაჩემი 15 წელია ცხოვრობს უკრაინაში, ჩემი და უკრაინის მოქალაქეა... ჩემი დისა და ჩემი მეუღლეები უკრაინის მოქალაქეები არიან... ჩემი შვილი ნახევრად ქართველი, ნახევრად უკრაინელია. ბევრი წელი ვიცხოვრე იქ, ცოტა ხნის წინ ბინა ვიყიდეთ კიევში და გვინდოდა, რომ ვყოფილიყავით ხან კიევში და ხან თბილისში. ჩემთვის განსაკუთებულად მძიმეა ეს სიტუაცია. 

მხოლოდ ჩემს ოჯახზე რომ ვილაპარაკოთ, 6 ადამიანი ერთი ჩანთით ჩამოვიდა უკრაინიდან იმიტომ, რომ ისეთი სიტუაციაა, ვერაფრის წამოღება ვერ მოასწრეს. ამიტომ, მინიმუმ სამი მილიონი ადამიანი დევნილოა და პლუს, არის ხალხი უკრაინაში, რომელიც საჭმლის, წყლის, თანხის, მედიკამენტების გარეშე დარჩა...

ამიტომ, ჩემი ეს პლატფორმა, ალბათ, იმისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული, რომ დავეხმაროთ რაც შეიძლება მეტ უკრაინელს. დღესაც, რომ გავდივარ გარეთ, თითქმის ყველა აივანზე უკრაინის დროშა კიდია... ყველგან არის წერტილები, სადაც ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ... ასევე, კლუბი ძალიან მეხმარება, ოჯახისთვის ცდილობენ, რომ ბინა გამოუყონ. 

ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი მთლიანად, რაც ევროპაში ხდება. მრცხვენია ჩემი მთავრობის, რადგან სანქციებს არ შეუერთდა და უკრაინას რომ თავი დავანებოთ, ჩემთვის პირადად, მთელი ცხოვრება, რუსეთი არის აგრესორი და პუტინი არის ადამიანი, რომელიც მთელმა მსოფლიომ რამენაირად უნდა მოვიშოროთ. ამიტომ საქართველოს მთავრობის არშეერთება სანქციებთან, პირადად ჩემთვის მიუღებელია. 

უკრაინიდან ვინც მირეკავს, ყველა ამაყობს იმით, რომ ქართველები ბევრნი გამოვიდნენ მოედანზე, ყველა პატივს გვცემს, ვუყვარვართ...

ძალიან ბევრ ადამიანს ველაპარაკე უკრაინაში და ძალიან მადლობლები არიან... რამდენიმე ჯგუფი ვნახე, სადაც ცდილობენ, რომ რუსებს შეუქმნან დისკომფორტი და სიმართლე რომ ვთქვა, მე ვეთანხმები... 

იმიტომ, რომ ვერ ვიტყვი, ჩვენს ქალაქში ცხოვრობდეს ამდენი რუსი, რომელთაც ტვინი ისე აქვთ გამორეცხილი, რომ მაგალითად, ერთ-ერთი შეტყობინება წავიკითხე, 2008-ში არ უნდა გავჩერებულიყავით 40 კმ-ში და უნდა შევსულიყავით თბილისშიო, წერს ვიღაც, თბილისში ჩამოსული რუსი, რომელსაც ბინა არ მიაქირავა ქართველმა. ჩემთვის ეგეთი ხალხის ცხოვრება თბილისში არ არის სასიამოვნო.

ჩემთვის ერთი რამეა ცხადი, რომ რუსეთმა ომი წააგო, ამ სანქციებით დიდი ხანი ვერ შეძლებს რუსეთი ცხოვრებას და ომის გაგრძელებას, იმიტომ, რომ ყველამ იცის - ომს დიდი ფული სჭირდება. ერთადერთი კითხვა, რაც დღევანდელ დღეს არის, რამდენი მსხვერპლი მოჰყვება ერთი გიჟის სულელურ გადაწყვეტილებას", - ამბობს ხოჭოლავა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ყველა ვიზიარებთ დათო ხოჭოლავას ტკივილს ისე როგორც ეს ადამიანებს და ნამდვილ მამაკაცებს შვენის და შენსგან განსხვავებით ჩასაფრებულის პოზიციიდან არ ვსაუბრობთ. ღმერთმა ყველას მშვიდობა მისცეს. გული რომ შეგვტკივა და გვიყვარს იმიტომ ვარიგებთ ჭკუას თორემ ფეხებზე რომ გვეკიდოს შენსავით მაშინ არაფერს ვეტყოდით საერთოდ.
პასუხი ქომაგი-ს
18 მარტი 2022 19:25
1
ფეხბურთი ითამაშე ჯობია და მთავრობას თავი დაანებე, გაიგეთ ხალხო ახლა საქართველოს რაღაც მანევრი და გაურკვეველი განცხადებები საქართველოს სასტიკ ომში ჩააბავს, რომლის გამჩერებელი მერე ვერავინ იქნება, ვერც ნატო და ვერც კატო,საქართველოს და მის მთავრობას ახლა სწორი პოზიციები უკავიათ ამ ყველაფრის გამო.
vinmes
18 მარტი 2022 17:44
5
ტიპები რუსეთს ვერ მოგლიჯეს, ტულაში! და კაცი ხმას არ იღებს.
ссср
18 მარტი 2022 16:45
3
დავით, გულთან ნუ მიიტან აქაურ კომენტარებს, უმეტესობა ერთი კანტორის შეკვეთილია. უბრალო ხალხს კარგად ესმის, რაზე საუბრობ, გასაგებია, რომ რასაც ჩვენს მთავრობაზე ამბობ, მთელს ევროპაში გავრცელებული აზრია უკვე და ამ აზრს შენი ინტერვიუ კი არა, ჩვენი მთავრობის ვირეშმაკობა ქმნის. ვიზიარებ მწუხარებას და წარმატებებს გისურვებ! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!
ქომაგი
18 მარტი 2022 11:55
11
დათო ჯიგარი ხარ. ხო ხედავ ნაკრებით გევაჭრებიან, გულს ნუ გაიტეხ, აქ უმეტესობა ხელფასიანი "ქომაგია".
კოტე
18 მარტი 2022 09:33
21
ვიზიარებ შენი ოჯახის მწუხარებას, მართლა გულით გეუბნები. მაგრამ სიძნელეებმა ცხოვრებაში და გაჭირვებამ ტვინი კი არ უნდა დაგაკარგინოს. რომ მოაღე პირი, რას ლაპარაკობ ამხელა კაცი, არ უნდა იცოდე? შენ ჩემო კარგო იყავი სადაც ხარ, ნაკრები კი დაივიწყე. ისედაც დიდი არაფერი გამოგდიოდა.
ეს რა დღეშია საწყალი საქართველო.
სიმართლე
18 მარტი 2022 01:39
24
მიწიე რუსკი კარაბლს
რა გვეშველება?
18 მარტი 2022 02:22
5
ჩემო დავით! სირცხვილი ის არის კაცი რომ ქალივით წუწუნებს და ტლიკინებს! მთავრობის საქციელის გამო მრცხვენიაო რომ ამბობ იმის არ შეგრცხვა ლუკაკუმ 100 მეტრით რომ ჩამოგიტოვა 3 წამში? შენ საქმეს მიხედე ბიძი, შენს საქმეს. მაგაში ყველა ვთანხმდებით რომ რუსეთი მტერია და უდანაშაულო ადამიანები იხოცებიან. ვიზიარებთ შენს მწუხარებას სიმამრის გამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რაც ენაზე მოგადგება ყველაფერი ყველაფერი უნდა იყრანტალო. როა რადიო თავისუფლებამ ? ნწუ ნწუ ნწუ-ო? ხიხიაა საქართველოს მთავრობაო? სამშობლო ოჯახივით არის შვილო. შეიძლება ოჯახის რომელიმე წევრი არ იქცეოდეს სწორად მაგრამ ამაზე ქუჩაში უცხოებთან არ უნდა იწუწუნო. ასე იქცევიან კაცები. კიდევ ერთხელ ვიზიარებ შენი ოჯახის მწუხარებას დანაკლისის გამო.
დავით ხოჭოლავას!
18 მარტი 2022 01:13
17
რა ჭკუის კოლოფები ხართ, როცა სხვისი უბედურება თქვენ არ გეხებათ!
ქომაგი
18 მარტი 2022 02:24
12
ამ დედამიწაზე მარტო ერთი გიჟი რომ იყოს რაღა გვიჭირდა!
SOS!!!
17 მარტი 2022 23:03
3
გავიწყდებათ რომ საქართველო რუსი ოლიგარხის ხელშია და აბა გაბედოს რამე ზედმეტი.
ასეა ეს
17 მარტი 2022 21:48
48
საქართველოსგან უფრო ბევრს მოელიან ვიდრე თვით ამერიკისგან რომელიც მოიერიშეებს არ აძლევს და ნატო რომლიც ცას არ კეტავს ნუ სხვა დეტალებს აღა მივუბრუნდები ესეც საკმარისია :)
ნოდო
17 მარტი 2022 19:37
11
არ გიფიქრია რატომ მოელიან მეტს,ვიდრე აკეთებს?
master
18 მარტი 2022 04:41
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული