ჩაკვეტაძის 56 წუთი და წაგებას გადარჩენილი "ჰამბურგი"

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის 27-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგმა“ გასვლაზე ფრეს (1:1) მიაღწია „ფორტუნასთან“.

ჩაკვეტაძე მწვრთნელმა ვალტერმა ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 56-ე წუთზე შეცვალა. 85-ე წუთზე მასპინძლები ბოდზეკმა დააწინაურა, ხოლო კომპენსირებულ დროში გლატცელმა სტუმრებს ქულა მოუპოვა.

ამ სეზონში ჩაკვეტაძემ "ჰამბურგში" ყველა ტურნირზე 7 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი გუნდი კი, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 42 ქულით მე-5 ადგილზეა და 2 აპრილს „პადერბორნს“ უმასპინძლებს.

დიუსელდორფი. „მერკური“. 31 353 მაყურებელი

ფორტუნა - ჰამბურგი 1:1
გოლები: 1:0 ბოდზეკი (85), 1:1 გლატცელი
(90+3)

მკითხველის კომენტარები / 19 /
ორიოდე დღეა რაც ვარჯიში დაიწყო კოვიდის შემდეგ, საერთოდ როგორ ითამაშა კიდე გასაკვირია, მოუმატებს აუცილებლად, მონდომება არ აკლია, კარგი იქნება თუ გვერდით დავუდგებით და გავამხნევებთ
დათო
21:11 19-03-2022
5
ერთი რაღაც მაინტერესებს იმ ადამიანებისგან ვინც აქ წერთ, რომ ცუდად ითამაშა და ლანძრავთ, საერთოდ უყურებთ რა ხდება თუ მარტო აქ შემოდიხართ, რომ რამე ცუდი დაწეროტ, ამით რამე გემატებათ? მართლა მაინტერესებს ესეთი გაბოროტებულები როგორ ხართ, იმის მაგივრად რომ გაამხნევოთ 2 თვის წინ გადავიდა ახალ გუნდში 2 წელი საერთოდ არ ქონდა ნათამაშები და რამდენიმე დღის წინ კოვიდი ქონდა. 90% საერთოდ სპორტთან შეხებაში არ ხართ ვინც აქ წერთ და ჭორიკანა ქალებივით ლაპარაკობთ
გიორგი
23:10 19-03-2022
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული