ჩაკვეტაძის 56 წუთი და წაგებას გადარჩენილი "ჰამბურგი"

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის 27-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგმა“ გასვლაზე ფრეს (1:1) მიაღწია „ფორტუნასთან“.

ჩაკვეტაძე მწვრთნელმა ვალტერმა ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 56-ე წუთზე შეცვალა. 85-ე წუთზე მასპინძლები ბოდზეკმა დააწინაურა, ხოლო კომპენსირებულ დროში გლატცელმა სტუმრებს ქულა მოუპოვა.

ამ სეზონში ჩაკვეტაძემ "ჰამბურგში" ყველა ტურნირზე 7 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი გუნდი კი, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 42 ქულით მე-5 ადგილზეა და 2 აპრილს „პადერბორნს“ უმასპინძლებს.

დიუსელდორფი. „მერკური“. 31 353 მაყურებელი

ფორტუნა - ჰამბურგი 1:1
გოლები: 1:0 ბოდზეკი (85), 1:1 გლატცელი
(90+3)

მკითხველის კომენტარები / 19 /
მოკლედ მიზეზს რა დალევს, ხან ტრამვა,მინდვრის საფარი, მწვრთვნელი, ბელგიის ჩემპიონატის დონე,ეხლა კიდევ პოსტკოვიდური მდგომარეობადა კიდევ ათასი რამ, რაღა დარჩა-კვერცხები[როგორც, ერთ ქართული ანდაზაში]. ჰამბურგის ხემძღვანელობის მიერ მოცემული შანსის ასე განიავებაა??. ფორმაში შევაოო, რომ გაიძახიან - როდის?? სეზონის ბოლომდე 6 თუ 7 თამაში დარჩა.
კარგით რაააააა!
13:54 20-03-2022
3
ამიტომ ჯობია დამწყებმა ჩვენმა პერსპექტიულმა მოთამაშეეებმა ევროპაში თავიდან ჰოლანდიის კლუბში ითამაშონ, იქ იციან როგორ გაიზარდოს ახალბაზრდა.
ქართველი
10:35 20-03-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული