თურქეთის სუპერლიგის 30-ე ტურში ლობჟანიძის „ჰათაისპორი“ გასვლაზე „ბეშიქთაშს“ დაუზავდა - 1:1.
მასპინძლები მე-16 წუთზე ბატშუაიმ დააწინაურა, ხოლო 41-ე წუთზე საბამ ანგარიში საჯარიმოდან ულამაზესი გოლით გაათანაბრა. ის 79-ე წუთზე შეცვალეს.
საბამ ამ სეზონში 8 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი გუნდი კი 47 ქულით მე-7 ადგილზეა და 4 აპრილს „ადანა დემირსპორს“ უმასპინძლებს.
საბას მორიგი გოლი - ქართველი ფეხბურთელი ჩინებულ სეზონს ატარებს [VIDEO]