სანაკრებო პაუზის შემდეგ კვარაცხელია რუსეთში აღარ დაბრუნდება?! - რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული პრესა და "რუბინის" პრესსამსახური

AutoSharing Option
რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, სანაკრებო პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, "რუბინს" აღარ დაუბრუნდეს. Match TV-ის ინფორმაციით, ეს იმითაა განპირობებული, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსულ კლუბში ასპარეზობის გამო კვარაცხელიას ოჯახზე დიდი ზეწოლაა. 

ადგილობრივი "სპორტ-ექსპრესი" ქართველი ფეხბურთელის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ის სამი ჩემოდნითაა და წერს - "კვარაცხელია ნაკრებში სათამაშოდ მიდის, მაგრამ რაღაც ბევრი ჩემოდანი მიაქვს... ეს "რუბინიდან" გაქცევაა?!"

რუსულ პრესაში ხვიჩას შესაძლო წასვლაზე "რუბინის" პრესსამსახურის განცხადებაც ვრცელდება:

"ხვიჩა ნაკრებში საასპარეზოდ გაემგზავრა. დაუბრუნდება თუ არა ის "რუბინს", ამას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ
გავიგებთ. მუქარა მისი ოჯახის მიმართ? ამაზე არაფრის თქმა არ შეგვიძლია..."

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება კვარაცხელიას "ნაპოლიში" შესაძლო გადაბარგებაზე.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ხვიჩას არაფერი უთქვამს ზეწოლაზე, ტყუილად ცდილობენ რუსები ზეწოლის შეტენვას. მართალია რაც გუშინ ხვიჩას მიმართ ხდებოდა ზეწოლაზე მეტი იყო, მაგრამ იმდენად შეგნებული ადამიანია არასოდეს , არასოდეს იტყვის რუსულ პრესაში და არასდროს ჩააყენებს უხერხულში თავის ქვეყანას.
თვითონ რუბინის გვერდზე შევარდნენ ქართველები გინებით და აქედან დაასკვნეს რუსებმა ზეწოლა, ხვიჩას არაფერი მსგავსი არ უთქვამს.
ბებიის ასაკის ქალები რომ წყევლიდნენ და ბაბუის ხნის კაცები აგინებდნენ ამას როგორც დიდსულოვანი ადამიანი ისე გადაიტანს. სასწაული ბიჭია, ვხედავ ბევრი მაგინებელი უკვე ბოდიშს იხდის. ბევრს არაფერს ნიშნავს მაგრამ, მაინც კარგია.
2
…გამოხტით ახლა მ(ვ)ითომ “ ჯიგრები’’ და დაიწყეთ ხვიჩაზე დაუმსახურებლად ქილიკი!!! ასეთი რა გეწყინათ , რომ დაიწერა აღარ დაბრუნდებაო!!! თურმე როგორ “ განიცდიდით” ქართველი ვარსკვლავის ბედს!!! რა ხალხი ხართ ასეთი, ოღონდ კაცს გადაუაროთ, სხვა არაფერი გაინტერესებთ !!! დომინოს მიაწექით ბოლომდე, მეტს ვერ ქაჩავთ!!!
დათო
20:05 21-03-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული