კვარაცხელიამ "რუბინთან" ხელშეკრულება შეაჩერა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ოფიციალური გვერდის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ რუსულ კლუბთან ხელშეკრულება შეაჩერა:

"ფეხბურთელის მხარემ გამართა კონსულტაციები კლუბთან, რის შემდეგაც მივედით შეთანხმებამდე, რომ შრომითი ხელშეკრულება შეჩერდეს.

ჩვენ მადლობელნი ვართ ხვიჩასი იმ პერიოდისთვის, რაც მან კლუბში გაატარა და ვუსურვებთ წარმატებებს."

მოგეხსენებათ, რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს ივნისამდე კლუბების დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლიათ.

ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ხვიჩა ბათუმის "დინამოში" ითამაშებს.

altკვარაცხელია ბათუმის "დინამოში"? - ლადო დვალიშვილის კომენტარი

altGazzetta Dello Sport-ი ხვიჩას "ლიდსსა" და "ტოტენჰემს" უკავშირებს - 15 მილიონი ზაფხულში, თუკი "დინამომ" არ შეიძინა...

მკითხველის კომენტარები / 7 /
დიდება.როგორც იქნა ოფიციალურად!!!
Master
17:36 24-03-2022
1
სწორი ნაბიჯია! რუსეთის ფეხბურთს არც დედა აღარა ყავს და აღარც მამა! ყველა მოთამაშე საქართველოს სახელით უნდა დაბრუნდნენ რუსეთიდან და უკრაინიდან ქართულ კლუბებში (ძირითადად დინამო ბათუმში და თბილისში თუ სხვა ქვეყნიდან არ აქვთ შეთავაზება) 7 აპრილამდე! ზაფხულამდე უნდა მონახონ საშუალება (ფედერაციის დახმარებითაც), რომ გააფორმონ ტრანსფერი ევროპულ კლუბებში და აღარ დაბრუდნენ უკან!
მწვრთვნელი
17:51 24-03-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული