ქართველი გარემარბი ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა. შეთავაზებები, სავარაუდოდ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე გაკეთდება და კვარაცხელიას ღირებულება 15 მილიონი ევრო იქნება.
"რუბინში" გადასვლის შემდეგ ხვიჩამ მართლაც უდიდეს პროგრესს მიაღწია. ორწელიწად-ნახევრის წარმატების შემდეგ კვარაცხელია მიიჩნევს, რომ დროა კარიერაში შემდეგი ნაბიჯი გადადგას, განსაკუთრებით, რუსეთ-უკრაინის კრიზისის ფონზე და პრემიერლიგის გუნდები ამისთვის მზად არიან.
"ლიდსის" ინტერესი გასაკვირი არაა, რადგან ისინი მალე რაფინიას გარეშე დარჩებიან. რაც შეეხება "ტოტენჰემს", ანტონიო კონტე
21 წლის ასაკში კვარაცხელიას აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო დახვეწოს თავი, როგორც შემტევმა, რაც მას იდეალურ ინვესტიციად აქცევს, განსაკუთრებით, 15 მილიონი ევროს საფასურად.
იწერება, რომ ხვიჩა სამშობლოში დაბრუნდება და ბათუმის "დინამოში" ითამაშებს. ამ შემთხვევაში ლონდონელებს "გალათასარაის" ამომავალ ვარსკვლავ კერემ აკტუროღლუზე გადართვა მოუწევთ.
მომზადებულია thehardtackle-ის მიხედვით
"მორჩით წერას, რომ სადმე მივდივარ" - "რუბინი" ხვიჩაზე ფოტოშოპს აქვეყნებს
კვარაცხელია ბათუმის "დინამოში"? - ლადო დვალიშვილის კომენტარი