კვარაცხელიას რუსეთში ზოგი გამოეტირა, ზოგი კი...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მიერ "რუბინის" დატოვებამ რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. რამდენიმე კომენტარს გთავაზობთ:

ოლეგ იაროვინსკი ("რუბინის" სპორტული დირექტორი): "ხვიჩას წასვლა უზარმაზარი დანაკლისია. ძალიან დაღონებული ვარ, რომ ჩვენი კლუბი დატოვა. თვითონ მოისურვა გუნდიდან წასვლა? ამის თაობაზე საუბარიც არ მინდა. ახლა ყველა ლეგიონერს აქვს რუსული გუნდიდან წასვლის უფლება, ხვიჩამ ამ შესაძლებლობით ისარგებლა. მისი წასვლით ისევე ვარ დაღონებული, როგორც სხვა ლეგიონერების მიერ გუნდის დატოვებით".

რომან შარონოვი ("რუბინის" ყოფილი მწვრთნელი): "კვარაცხელიას წასვლა იმის მოცემულობაა, რაც დღეს ხდება, საქმე ხომ მხოლოდ ხვიჩაში არაა. თავად იცით, ძალიან
ბევრი მოთამაშე მიდის. ცხადია, ეს გუნდებისთვის დანაკლისია. დგება დრო, ყველა აკადემიის მუშაობა შევაფასოთ. ახლა აკადემიების აღზრდილებმა უნდა შეცვალონ წასული ფეხბურთელები".

რინატ ბილიალეტდინოვი ("რუბინის" ყოფილი მწვრთნელი): "კვარაცხელიას წასვლა უდავოდ დანაკლისია, მაგრამ რას ვიზამთ? ხვიჩა არავის გაუგდია, თავისით წავიდა. თვითონ გადაწყვიტა წასვლა, ახლა ასეთი მოდა შემოვიდა. ჩემთვის საინტერესოა ფორმულირება - "კონტრაქტი შეაჩერა". ის უკვე წავიდა, შემდეგ კი უეცრად დაბრუნებას გადაწყვეტს? ეს მისი უფლებაა. ჩემი აზრით, თუ გადაწყვიტე - წადი.

სათამაშო ასპექტის მხრივ, ეს "რუბინისთვის" ძალიან სერიოზული დანაკარგია. მათ ისედაც ცალფლანგიანი შეტევა ჰქონდათ, ახლა კი უცნობია, ვინ ითამაშებს და ვინ გაიტანს?"
ნიკოლაი ნაუმოვი ("ლოკომოტივის" ექსპრეზიდენტი): "კვარაცხელიას წასვლა მოსალოდნელი იყო. ვფიქრობ, ბევრი მოისურვებს წასვლას, მათ არ უნდათ ჩაკეტილ ჩემპიონატებში თამაში. ხვიჩას დიდი ხანია უნდოდა წასვლა. არსად ჰქონდა წასასვლელი, განსაკუთრებულად მისი აყვანა არავის სურდა.

ისე მოჩანს, რომ ჩვენი ფეხბურთის მიმართ დაწესებული სანქციები ხანგრძლივია. ფეხბურთელებს, ალბათ, ეს ესმით".

მკითხველის კომენტარები / 2 /
დადო რუსეთის ფეხბურთმა კვერცხი! ეხლა ნატურალიზებული ბრაზილიელი რუსები "დაგაზავენ" რუსეთიდან ბრაზილიაში, ნაკრებში რომ უნდოდათ მუდმივად თამაში! ჯიქიამ ირბინოს ეხლა "ტეკსტილშიკის"მოთამაშებთან ერთად! 2024 წლამდე არაფერი შეიცვლება მაგათთვის და მერე ვნახოთ სპრეზიდენტო არჩევნებზე ვინ მოვა პრეზიდენტად!
მწრთვნელი
21:40 24-03-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული