კვარაცხელიას იტალიური მედია არ ასვენებს - ზაფხულში "მილანს" უკავშირებენ

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია სანაკრებო შეხვედრებისთვის ემზადება. მის ირგვლივ ახლა ბევრი საუბარია, თუმცა კარგია, რომ "კვარაზე" ყველაფერი ეს ნეგატიურად არ მოქმედებს. მშვენიერია, რომ ხვიჩამ რუსეთიდან წამოსვლის (30 ივნისამდე) უფლება გამოიყენა და ამ ეტაპზე, ეროვნულ ლიგაში ითამაშებს. მთავარია, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხვიჩა ევროპის რომელიმე ტოპ-ლიგაში ვიხილოთ. ამ მიმართულებით იტალიური მედია განსაკუთრებით აქტიურობს.

PianetaMilan-ის მიხედვით, "მილანს" ფლანგების გაძლიერება აუცილებლად სჭირდება და მოსალოდნელია, რომ "როსონერი" ახალ გარემარბს გადაიბირებს. მით უმეტეს, თუკი ისინი მომავალ ზაფხულს ანტე რებიჩს დაემშვიდობებიან. გამოცემა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდს კარგად
მოერგება - ქართველ ფეხბურთელს კი მილანელთა ხელმძღვანელობა უკვე 1 წელია, აკვირდება:

"კვარაცხელიას რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა ამ ქვეყანასა და უკრაინას შორის არსებული ვითარების გამო ამჟამად იჯარით ქართულ ბათუმის "დინამოშია". გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო 21 წლის ფეხბურთელს შეუძლია, ზაფხულში ყაზანური კლუბი 15 მილიონ ევროდ დატოვოს.

ნიჭიერ ქართველს მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს."

სანაკრებო პაუზის შემდეგ, 2 აპრილს, კვარაცხელიას "დინამო" ბათუმში "თელავს" უმასპინძლებს, 30 ივნისამდე კი 15 შეხვედრაში მონაწილეობა შეეძლება.

altკვარაცხელიას რუსეთში ზოგი გამოეტირა, ზოგი კი...

altკვარაცხელიამ "რუბინთან" ხელშეკრულება შეაჩერა

altოფიციალურად - ხვიჩა ბათუმის "დინამოში" გადავიდა

მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩემი აზრით არჩევანი თუ ექნება რომელიმე გერმანულ კლუბი საუკეთესო ვარიანტია..
solomoni
00:58 28-03-2022
0
კვარაცხელიას იტალიური მედია არ ასვენებს და ვახო სანაიას კიდე გამჩენი!
Vasili
20:57 25-03-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული