რუსეთიდან პოლონეთში - ლუკა გაგნიძე ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
ზაფხულში მოსკოვის "დინამოდან" "ურალში იჯარით გაშვებულმა 19 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ უეფას გადაწყვეტილებით ისარგებლა, რომელიც რუსეთში მოასპარეზე ფეხბურთელებს სეზონის ბოლომდე საზღვარგარეთულ გუნდებში თამაშის უფლებას აძლევს და პოლონეთის "რაკუვში" გადავიდა.

"აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მინდა კარგად ვითამაშო და გუნდს უფრო მაღალ დონეზე გასვლაში დავეხმარო", - განაცხადა გაგნიძემ.

"ეს ახალგაზრდა და ტექნიკური ფეხბურთელია. ის ნახევარდაცვის გაძლიერების კიდევ ერთი ვარიანტი იქნება და სეზონის დარჩენილ მატჩებში დაგვეხმარება", - აღნიშნა კლუბის სპორტულმა დირექტორმა რობერტ გრაფმა.

"რაკუვი" ჩემპიონატზე მეორე ადგილზეა, ლიდერ "პოგონს" ერთი ქულით ჩამორჩება
და მის ღირსებას საქართველოს ნაკრების წევრი ვაკო გვილია იცავს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან კარგი ამბავია !
zura222
02:43 26-03-2022
1
ეს უჯიგრესი ბიჭია, გული არ გაიტეხო, პოლინეთში ფულს ვერ იშოვი, მარა კაი ტრამპლინია. ეხლა მეორე, ეს კაცი და ბარე ორი თუ წამოვიდა რუსეთიდან, 1 ლიგაში რო არიან პაჩკობით გრუზინები არაუშავს? თუ ნფლ-1 ლიგაზე არ მოსულა? ჯუღელის ტიპები არიან ქავთარაძე და ბერიაშვილი( ახ.ნაკრები,) სად შეძვრნენ და გაიტრუნენ?
რეზო
11:07 26-03-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული