ოდესის "ჩერნომორეცის" ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბოსნიასთან სტუმრად მოგებული ამხანაგური მატჩის (1:0) 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. უკრინაში მოასპარეზე ფეხბურთელებს დროებით სხვა გუნდებში გადასვლის უფლება აქვთ. Footballua.tv დაინტერესდა, თუ რას აპირებს წიტაიშვილი.
"როდესაც ომი დაიწყო, ოჯახთან ერთად საქართველოში წავედი. თბილისის "დინამოში" ვვარჯიშობდი და ნაკრებში გამომიძახეს. რასაც წერენ, მე არაფერი არ ვიცი. კონკრეტულად რა იქნება შემდეგ, უახლოეს დღეებში გადაწყდება, ჯერ ნაკრებში ვარ", - განმარტა წიტაიშვილმა.