"კვარაცხელია დიდი დანაკარგია" - რუსეთიდან წასული ლეგიონერებისგან სიმბოლური გუნდი შეადგინეს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგა ლეგიონერების უმეტესობამ დატოვა და championat.com-მა მათგან სიმბოლური ნაკრები ჩამოაყალიბა. ძირითად გუნდში ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა, სათადარიგოში კი - ზურიკო დავითაშვილი.

"წასული უცხოელებისგან ტოპ-შემადგენლობის შეკრება შეიძლება! ასეთი გუნდი ოქროსათვის იბრძოლებდა", - წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ კვარაცხელია არა მარტო სლუცკის გუნდისთვის, არამედ რუსეთის მთელი ჩემპიონატისთვის დანაკარგია.

ძირითადი შემადგენლობა:

მეკარე: იაროსლავ გოდზიური (ურალი)

მცველები: კრისტიან რამირესი (კრასნოდარი), იაროსლავ რაკიცკი (ზენიტი), პაბლო (ლოკომოტივი)

ნახევარმცველები: აირტონ ლუკასი (სპარტაკი), გჟეგოჟ კრიხოვიაკი, რემი კაბელა (ორივე კრასნოდარი), ფილიპ ურემოვიჩი (რუბინი)

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი), ჯონ კორდობა,
ვანდერსონი (ორივე კრასნოდარი)

მეორე შემადგენლობა:

მცველები: კაიო, ხუნიორ ალონსო (ორივე კრასნოდარი), ბართოლომეუ ბაშტუში, დენის ჰაჯიკადუნიჩი (ორივე როსტოვი), ბრუნო ვიანა, ფილიპ დაგერსტოლი (ორივე ხიმკი)

ნახევარმცველები: ვიკტორ კლასონი (კრასნოდარი), ანდერს დრეიერი, სეად ჰაკშაბანოვიჩი (ორივე რუბინი), არმინ გიგოვიჩი, პონტუს ალმკვისტი, კენტო ჰასიმოტო (ყველა როსტოვი), არტიომ პოლიარუსი (ახმატი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი)

თავდამსხმელები: დიდიე ლამკელ ზე (ხიმკი), სილვესტრ იგბუნი (ნიჟნი ნოვგოროდი)

მწვრთნელი: დანიელ ფარკე (კრასნოდარი)

მკითხველის კომენტარები / 1 /
რომ გადავხედე სიას, დაშლილა კრასნოდარი და ეგაა. :)
ადგილობრივი არ ჰყავთ არავინ?
მიშა
07:44 01-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული