ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ხვიჩაზე - სინისტერა "ნაპოლიში"?

AutoSharing Option
napolipiu-ს თანახმად, იტალიური "ნაპოლი" ლორენცო ინსინიეს შემცვლელზე საბოლოოდ ჩამოყალიბდა და ის ლუის სინისტერა იქნება - "ფეიენოორდის" 22 წლის მარცხენა გარემარბი.

გამოცემა აგენტ ფაბიო მენკოკოზე დაყრდნობით წერს, რომ მოლაპარაკება უკვე დიდი ხნის დაწყებულია და ნეაპოლელები კოლუმბიელ ფეხბურთელთან ახლოს არიან, ხოლო კიდევ ერთ პოტენციურ კანდიდატ ხვიჩა კვარაცხელიაზე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.

საფეხბურთო აგენტი ფაბიო სანტინი კი ამბობს:

"შემიძლია გითხრათ, რომ ლუის სინისტერა "ნაპოლიში" ლორენცო ინსინიეს შემცვლელი იქნება. კლუბი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ფეხბურთელზე და მოახერხა, ლონდონის "არსენალის" კონკურენცია დაეძლია.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულში
კვარაცხელიას "ნაპოლის" რიგებში ხილვა გადაწყვეტილია და გასარკვევი მხოლოდ კონტრაქტის დეტალები დარჩა. მოგეხსენებათ, რუსეთის ჩემპიონატში ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტის გამო, ხვიჩა თავისუფალი აგენტის სტატუსით ბათუმის "დინამოს" ზაფხულამდე შეუერთდა.

altმხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა დარჩა - იტალიელები წერენ, რომ კვარაცხელია უკვე ნეაპოლელია

altmatch tv კვარაცხელიას "დინამოში" გადასვლას ეხმაურება - "ნაკლებად სავარაუდოა, ეს უკრაინის მოვლენები იყოს"

მკითხველის კომენტარები / 7 /
"ნაპოლი" კი ჯობს ბათუმსაც და "რუბინს", მარა "გრანდი" რაღაც ვერაა. ნორმალური სერია A'ს კლუბია, 1926 წ.დან 2-ჯერ იყო იტალიის ჩემპიონი. ევრო-გრანდი სულ სხვა კრირერიუმს და შედეგებს ნიშნავს და არამარტო იტალიის დონეზე.
რატი
15:38 31-03-2022
7
კვარაცხელია ბათუმშია ჯერ მაგრამ ზაფხულის სატრანსფერო დანჯარას დროს გადავა ტოპ გუნდში.
nodo
14:32 31-03-2022
4

სიახლეები პოპულარული