"ხვიჩა რუსეთში არ დაბრუნდება" - დვალიშვილმა ტრანსფერსა და "ნაპოლიში" კვარაცხელიას შესაძლო გადასვლაზე serieanews.com-თან ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე უცხოური მედია ისევ აქტიურად ავრცელებს ინფორმაციებს და იმედია, ბოლოს და ბოლოს ყველა ჩვენგანის მოლოდინი დაგვირგვინდება.

იტალიური მედია იტყობინება, რომ კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელება "არსენალს" სურს, მაგრამ "ნაპოლი" მიზნის მიღწევასთან უფრო ახლოსაა. serieanews.com-ი ბათუმის "დინამოს" სპორტულ დირექტორს, ვლადიმერ დვალიშვილს დაუკავშირდა და სიტუაციის განმარტება სთხოვა. გამოცემის მტკიცებით, დვალიშვილი ხვიჩას "რუბინიდან" გადაყვანას კურირებდა.

- როგორ წარიმართა მოლაპარაკებები? ფეხბურთელი მშვიდ გარემოს ეძებდა?
- მისი აგენტი ჩემი ძველი მეგობარია. მან მითხრა, რომ მისი ბათუმში წამოყვანის შესაძლებლობა არსებობდა. მე გამიხარდა და მაშინვე დავთანხმდი.
ჩვენ ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ და ზაფხულში ვნახავთ, სამომავლოდ საინტერესო რა მოხდება. ის თავად გადაწყვეტს, სად წავიდეს. ფანტასტიკური შანსი მოგვეცა და არ შეგვეძლო ხელიდან გაგვეშვა. მან თავის წინა კლუბთან ხელშეკრულების გაუქმებას მიაღწია, ჩვენთან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა და "რუბინში" არ დაბრუნდება.

- თქვენ ფიქრობთ, რომ "ნაპოლიში" გადასვლა სურს?
- ეს კითხვა კვარაცხელიას და მის აგენტს უნდა დაუსვათ. გამიხარდება, თუ ისეთ პრესტიჟულ კლუბში მოხვდება, როგორიც "ნაპოლია", მაგრამ მე მათთან ამაზე არასოდეს მისაუბრია.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბათუმელები რას აქტიურობეენ)) ჭკუაზე არ არიან ხვიჩას გადასვლით. თანახმა არიან თუნდაც კარიერის ბოლომდე ბათუმში დარჩეს ხვიჩა)))
პ.ს. ბათუმის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. წარმატებებს ვუსურვებ მუდამ!
შოთა
12:05 01-04-2022
1
ჯუღელი გადმოიტანა კანტორა რუსეთიდან ბათუმში იქეთ ფოთი დაითრია მანეთ ნახევრათ და ეხლა აქ ნახეთ ამის მაყუთების გათეთრება ტიპი ჩვეულებრივი თაღლითია,რუბინის შეფებს შეპირდა გავეყვიტოთ კონტრაქტი წავიყვან ხვიჩას როგორც თავისუფალს გასუფთავებულს ბათუმში გაუკეთებ კონტრაკტს იქიდან გავყიდი და შეგახვედრებთ რაღაცას,გაყიდის ბათუმიდან და გაადააგდებს რუსებს რამოდენიმე წელი მაინც იქაური ფუტბოლი არაა საინტერესო ფულის შოვნაში და აღარ ჭირდება,მერე კიდე თუ დაჭირდა გამოუნახავს რამეს და შეუძვრება ისევ არ ეშლება მაგას ქუდის მოიტრიალება წინ და უკან
ჯუღელის ფანი
11:36 01-04-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული