შაბათს, 2 აპრილს, კვიპროსის ჩემპიონატის საჩემპიონო ზონაში ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო შეხვედრა გაიმართება - თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი "ანორთოსისი", სადაც გიორგი ლორია გამოდის, თორნიკე ოქრიაშვილის, გიორგი ქვილითაიასა და მურთაზ დაუშვილის "აპოელს" უმასპინძლებს. როგორც sport time-ი წერს, სავარაუდოდ, სტუმართა მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას მხოლოდ ქვილითაია შეძლებს:
"თორნიკე ოქრიაშვილი ნელ-ნელა დატვირთვებს ზრდის და შესაძლოა, საკუთარ გუნდს მალე დაეხმაროს. მან სირბილი დაიწყო, მაგრამ დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად არ დატვირთულა. ამჟამინდელი მონაცემებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ქართველი ნახევარმცველი „ანორთოსისთან“ მატჩისთვის მზად იყოს, მაგრამ ყველაფერი პარასკევს გაირკვევა."
მოგეხსენებათ, რომ დაუშვილიც
ტრავმირებულია და "აპოელს" ვერ ეხმარება. ნიქოზიელები 44 ქულით მე-2 ადგილზე არიან, ქეცბაიას "ანორთოსისი" კი 40 ქულით მეხუთეა. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ქეცბაია თვალებს იფშვნეტს - "აპოელისთვის" ემზადება
სეტყვამაც ვერ შეაჩერა - ოქრიაშვილის გოლი და "აპოელის" მიჯრით მეოთხე გამარჯვება [VIDEO]