17:29 02-04-2022
ჩაკვეტაძემ "ჰამბურგში" სადებიუტო ბურთი გაიტანა [VIDEO]
AutoSharing Option
ამ მატჩში ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო ამბავი მოხდა. მასპინძელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა. ის 86-ე წუთზე გამოჩნდა მოედანზე და მსაჯის მიერე დამატებულ მე-3 წუთზე აიღო მეტოქის კარი.
გიორგიმ საჯარიმოს გარედან დაარტყა, მას მეტოქე გუნდის მეკარის შეცდომაც მიეხმარა და შედეგად, მან მე-2 ბუნდესლიგაზე პირველი ბურთიც შეაგდო.
ეს ქართველისთვის 2021 წლის 27 ოქტომბრის შემდეგ პირველი საკლუბო გოლი გახლდათ. "ჰამბურგმა" კი ბუნდესლიგაში გადასვლის შანსი თითქმის დაკარგა და ლიდერთა სამეულს უკვე ცხრა ქულით ჩამორჩა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ეს განდიდება რატო გვიყვარს? ეს გოლი მთლიანად მეკარის სინდისზეა! სხვა მხრივ წარმატებები გიოს, ძველი გიო გვჭირდება ნაკრებში.
4
1
0:35 ზე ნახეთ ბურთმა რა გააკეთა?? მეც კი შოკში ვარ და მეკარეს რა მოუვიდოდა.. მზე არაფერ შუაშია.
3
3
რაც უფრო მალე ამოიგდებს თავიდან ვარსკვლავურ სენს მით უფრო მალე დაიბრუნებს ფორმას გერმანია მისთვის იდიალური ადგილია პუნქტუალობა დისციპლინა და თავდაუზოგავი ბრძოლა ადგილის მოპოვებისთვის მის ტალანტს უფრო წარმოაჩენს შრომ და მხოლოდ შრომა გვაახლოებს საკუთარ თავთან.
4
5
ეს ჰამბურგი ბუნდესლიგაში გადამსლელი არ ჩანს და ამიტომ არ მგონია შემდეგ სეზონში მანდ დარჩეს ჩაკვეტაძე.
13
4
ამ ჰამბურგს თუ რამე უშველის ისევ გიო, მაგრამ ბევრად უკეთეს ფორმაში მყოფი, მეტი სითამამე და თავხედობა სჭირდება.
24
2
თითქმის იღლიაში გაუძვრინა. :) ასეთი რამ მგონი საკმაოდ იშვიათია. :) წარმატებები გიორგი! ეს ერთი და სხვა მრავალი! ყველა გგულშემატკივრობთ.
26
1
წინ დავარდა დარტყმული იყო უხერხული მიწიდან აგდებამ დააბნია.და თან მზემაც შეუწყო ხელი.მთავარია ერთი გიომ. მმოიფიქრა დარტყმა შორიდან ჰამბურგუ საერთო არ ურტყანს საჯარიმოს გარედან.
14
0
ვულოცავ პირველ გოლს,გიორგის!არ ვიცი შეგნებულად თუ შეუგნებლად,მაგრამ აშკარად ჩანს,რომ გიომ ზუსტად მზის მხრიდან დაურტყა და მეკარე ფაქტობრივად ვერ ხედავდა ბურთს.მეორე მსოფლიო ომში, ასე მფრინავები იბრძოდნენ ხოლმე მტრის თვითმფრინავების წინააღმდეგ.მტერს მზე აბრმავებდა და ზოგჯერ ისე ჩამოაგდებდნენ,მტრის დანახვასაც კი ვერ ასწრებდნენ.პირველი გოლის გატანა ყოველთვის ფსიქოლოგიური ზეწოლაა ფეხბურთელებზე,მერე კი დაძაბულობა ეხსნებათ და გიოსაც გაუადვილდება ამის შემდეგ.ესა ერთი და სხვა ათასი,გიო!თვითონ ჰამბურგი კი,ისე ჩანს,რომ წელს მზად არ არის ბუნდესლიგაში გადასასვლელად.
16
2
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული