ქეცბაია: არ მსურს, ჟურნალისტებს ყურადღება მივაქციო - 4 გოლი ქართველების "აპოელს" და ქვილითაიას ტრავმა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის საჩემპიონო ექვსეულში თემურ ქეცბაიას "ანორთოსისმა" ქართველი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "აპოელი" საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში გიორგი ლორიამ 90 წუთი ითამაშა. რაც შეეხებათ სტუმრებს - ტრავმის გამო, გიორგი ქვილითაიას მოედნის დატოვება მე-19 წუთზე მოუხდა, ახლადმომჯობინებული თორნიკე ოქრიაშვილი კი 46-ზე შეცვალეს. მურთაზ დაუშვილი შეხვედრას ტრავმის გამო ტოვებდა.

მატჩის შემდეგ, ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა:

"ჩვენი გუნდი პირველიდან ბოლო წუთამდე სრულად მობილიზებული იყო. ახლა ცოტა უნდა დავისვენოთ და ისევ "აპოელთან", თასის მეოთხედფინალის განმეორებითი შეხვედრისთვის მოვემზადოთ...

ჟურნალისტები ჩვენს ირგვლივ სხვადასხვა ამბებზე საუბრობენ,
თუმცა არ მინდა, მათ ყურადღება მივაქციო."

"აპოელი" 44 ქულით მე-2 ადგილზე რჩება, ფამაგუსტელებმა კი ამ გამარჯვების შემდეგ, 43 ქულა დააგროვეს. რაც შეეხება უკვე ხსენებულ სათასო მატჩს, ის 6 აპრილს შედგება. პირველი დაპირისპირება "აპოელის" საშინაო (2:1) გამარჯვებით დასრულდა.

altქეცბაიასთან დაპირისპირების წინ - მომჯობინდება თუ არა ოქრიაშვილი?

altქვილითაიამ ქეცბაიას "ანორთოსისთან" გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ლიგა ლიგა მარტო ლიგა ქეც........................
dato
17:06 03-04-2022
0
სლავა გრუზინამ ქეც....................
aron
15:57 03-04-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული