წიტაიშვილი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს.

ua-football-ი, BuckarooBanzai-ს "ტვიტერზე" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტყობინება, რომ წიტაიშვილი კრაკოვის "ვისლასთან" სეზონის ბოლომდე გააფორმებს ხელშეკრულებას და ამის შესახებ მალე ოფიციალურად გამოაცხადებენ.

წიტაიშვილი კიევის "დინამოდან" იჯარით "ჩერნომორეცში" გადავიდა, რომლის რიგებში უკრაინის ჩემპიონატის 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ბოლოს გიორგი თბილისის "დინამოში" ვარჯიშობდა და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა.

"ვისლა" პოლონეთის ექსტრა-კლასაზე მე-16 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები გიორგი და მალე უკეთეს გუნდში გვენახეეე
beqa
19:08 05-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული