საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს.
ua-football-ი, BuckarooBanzai-ს "ტვიტერზე" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტყობინება, რომ წიტაიშვილი კრაკოვის "ვისლასთან" სეზონის ბოლომდე გააფორმებს ხელშეკრულებას და ამის შესახებ მალე ოფიციალურად გამოაცხადებენ.
წიტაიშვილი კიევის "დინამოდან" იჯარით "ჩერნომორეცში" გადავიდა, რომლის რიგებში უკრაინის ჩემპიონატის 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
ბოლოს გიორგი თბილისის "დინამოში" ვარჯიშობდა და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ამხანაგურ მატჩებში მიიღო მონაწილეობა.
"ვისლა" პოლონეთის ექსტრა-კლასაზე მე-16 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.