ჩაკვეტაძის 11 წუთი და "ჰამბურგის" დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურის გადადებულ მატჩში „ჰამბურგმა“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი აუტსაიდერი და გასავარდნად განწირული „ერცგებირგე“ 4:0 დაამარცხა.

გიორგი ჩაკვეტაძე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა 79-ე წუთზე ბაკერი ჯატას ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 3:0 იყო და თამაშში აქტიურად ჩაერთო. შეგახსენებთ, გასულ ტურში „პადერბორნთან“ წაგებულ საშინაო შეხვედრაში (1:2) გიორგი 87-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და გოლი გაიტანა.

HSV ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მე-6 ადგილზეა, მესამე პოზიციაზე მყოფ „სანტ პაულის“ 6 ქულით ჩამორჩება და 10 აპრილს სტუმრად „კილს“ დაუპირისპირდება.

ჰამბურგი. "ფოლკსპარკშტადიონი".
21 890 მაყურებელი

ჰამბურგი - ერცგებირგე 4:0
გოლები: 1:0 გლატცელი (14), 2:0 კიტელი (45+1), 3:0 ჰეიერი (75), 4:0 რეისი (83)

მკითხველის კომენტარები / 11 /
'ძველი ჩაკვეტაძე დავინახე მომენტებში. იგივე თავდაჯერებლობა ბურთის ფლობისას, სისწრაფე და სიმსუბუქე. მისმა 'დამწუნებლებმა' ეტყობა ისიც არ იციან რომ კოვიდი შეეყარა და უთამაშებლობა მაგისი შედეგი იყო.
გიორგი
17:10 06-04-2022
0
კაცი გუნდში იმისთვის ჩაიყვანეს რომ გუნდის თამაში გაეძლიერებინა და დახმარებოდა ბუნდესლიგაში გადასვლაში,თანაც იდეალური შანსი მიცეს, თავიდან შეცლებზე ათამაშეს მერე კი სამი თუ ოთხი თამაში სასტარტოში--შედეგი ნული. ეხლა ითვალეთ რამდენი შემორბენა გააკეთა მოგებულ თამაშში 10 წუთიდ შემოსულმა ან კიდევ როდის დაუშვებს შეცდომას მოწინააღმდეგე გუნდის მეკარე წაგებულ თამაშში დამატედით დროში და გიოსაც გაუვარდება ყარაულის თოფივით.
ჩელე
13:25 06-04-2022
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული