ჩაკვეტაძის 11 წუთი და "ჰამბურგის" დამაჯერებელი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მეორე ბუნდესლიგის 26-ე ტურის გადადებულ მატჩში „ჰამბურგმა“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთი აუტსაიდერი და გასავარდნად განწირული „ერცგებირგე“ 4:0 დაამარცხა.

გიორგი ჩაკვეტაძე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა 79-ე წუთზე ბაკერი ჯატას ნაცვლად შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 3:0 იყო და თამაშში აქტიურად ჩაერთო. შეგახსენებთ, გასულ ტურში „პადერბორნთან“ წაგებულ საშინაო შეხვედრაში (1:2) გიორგი 87-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და გოლი გაიტანა.

HSV ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მე-6 ადგილზეა, მესამე პოზიციაზე მყოფ „სანტ პაულის“ 6 ქულით ჩამორჩება და 10 აპრილს სტუმრად „კილს“ დაუპირისპირდება.

ჰამბურგი. "ფოლკსპარკშტადიონი".
21 890 მაყურებელი

ჰამბურგი - ერცგებირგე 4:0
გოლები: 1:0 გლატცელი (14), 2:0 კიტელი (45+1), 3:0 ჰეიერი (75), 4:0 რეისი (83)

მკითხველის კომენტარები / 11 /
4 შერბენა გააკეთა 3-4 კაცში, პასები არიგა, კარში 2 ჯერ დაარტყა ძლიერად ზუსტად.. რავი ძალიან მაგარი 11 წუთი ჰქონდა.. ველოდი ბოლო წუთებამდე და ნამდვილად არ მინანია, ძალიან ვისიამოვნე .. ნამდვილი ძველი ჩაკვე იყო
ილია
22:49 05-04-2022
1
მთელი დღე ველოდე როდის ითამაშებდა და როგორც იქნა შეუშვეს. ძალიან მონდომებული იყო. ცდილობდა ყველა წვრილმანი შესაძლებლობიდან რაღაც სახიფათო და აზრიანი შეექმნა. სამწუხაროა რომ ცოტა დრო მისცეს. ლამაზ თამაშს ვნახადით მის შესრულებით. აშკარად მენტალირად დალაგებული ჩანდა. ბეხბურთის თამაში კი კარგად შეუძლია. ვუსურვებ წარმატებას.
სურვილი აქ
00:17 06-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული