ნეაპოლში ხვიჩას ზედმეტსახელი უკვე მოუფიქრეს

AutoSharing Option
napolipiu.com-ი ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერის შესახებ წერს. როგორც აღნიშნული საიტი აღნიშნავს, ქართველი იტალიური კლუბის მომავალი ვარსკვლავი უნდა გახდეს და მან ლორენცო ინსინიე ჩაანაცვლოს.

საიტი საინტერესო ახალ ამბავსაც გვაწვდის და წერს, რომ ნეაპოლში ჩვენებურს ასე დაუძახებენ - Cuarascelia (კუარასკელია).

როგორც იცით, ხვიჩას სერია A-ში გადაბარგება დროის საკითხია. გავრცელებული ინფორმაციით, ის "ნაპოლისთან" ზაფხულში ხელს 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს. 

იტალიური პრესა კვარაცხელიას შესახებ ყოველდღიურად წერს და აღნიშნავს, რომ კალჩოში კიდევ ერთი პერსპექტიული და ნიჭიერი ფეხბურთელი მიდის, რომელიც შესაძლოა, დიდ ვარსკვლავად იქცეს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
აუ რა მაგარი მეტსახელით, თან ძალიან უცხო და ორიგინალური
2
Cuarascelia იტალიურად იკითხება: კვარაშელია.
კონსტანტინე
17:13 06-04-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული