ნეაპოლში ხვიჩას ზედმეტსახელი უკვე მოუფიქრეს

AutoSharing Option
napolipiu.com-ი ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" ტრანსფერის შესახებ წერს. როგორც აღნიშნული საიტი აღნიშნავს, ქართველი იტალიური კლუბის მომავალი ვარსკვლავი უნდა გახდეს და მან ლორენცო ინსინიე ჩაანაცვლოს.

საიტი საინტერესო ახალ ამბავსაც გვაწვდის და წერს, რომ ნეაპოლში ჩვენებურს ასე დაუძახებენ - Cuarascelia (კუარასკელია).

როგორც იცით, ხვიჩას სერია A-ში გადაბარგება დროის საკითხია. გავრცელებული ინფორმაციით, ის "ნაპოლისთან" ზაფხულში ხელს 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს. 

იტალიური პრესა კვარაცხელიას შესახებ ყოველდღიურად წერს და აღნიშნავს, რომ კალჩოში კიდევ ერთი პერსპექტიული და ნიჭიერი ფეხბურთელი მიდის, რომელიც შესაძლოა, დიდ ვარსკვლავად იქცეს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
რაკი ინსინიე შეცვალა შეიძლება ხვიჩინიე დაუძახონ.
ვანჩოპე
14:21 06-04-2022
2
რავიცი ისეთი სახელები და გვარები მესმის რაც ფეხბურთს ვუყურებ, ერთი კვარას გამოთქმა რა გაუჭირდათ ასეთი :)))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული