წიტაიშვილი ახალ კლუბში წარადგინეს

AutoSharing Option
გიორგი წიტაიშვილი კრაკოვის "ვისლას" ფეხბურთელია. 21 წლის ფეხბურთელმა პოლონეთის 13-გზის ჩემპიონთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ქართველი ფეხბურთელის ნომინალური პოზიცია ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგია, თუმცა ასევე შეუძლია წარმატებით ითამაშოს მოედნის მოპირდაპირე მხარესა და შემტევ ნახევარმცველად.

Sportall.Ge

გიორგი წიტაიშვილი დაიბადა 2000 წლის 18 ნოემბერს ისრაელის ქალაქ რიშონ ლე-სიონში, თუმცა პირველი საფეხბურთო ნაბიჯები მან კიევში გადადგა, სადაც ადგილობრივი "დინამოს" ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა და რეგულარულად პროგრესირებდა. 2017 წელს ფეხბურთელი უკრაინის 16-გზის ჩემპიონის პირველ გუნდში მოხვდა, 2019
წლის 25 თებერვალს კი პრემიერლიგაში დებიუტი შედგა.

2021 წლის დასაწყისში წიტაიშვილი იჯარით პოლტავის "ვორსკლაში" გადავიდა, ექვსი თვის შემდეგ კი - ოდესის "ჩორნომორეცში". ამ დროის განმავლობაში მან 13 მატჩში ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

პოლონეთის 13-გზის ჩემპიონის ახალი შენაძენი საქართველოს ნაკრებში, რომლის რიგებში დებიუტი "ჯვაროსანთა" გუნდში 2021 წლის 2 სექტემბერს შედგა და აქამდე შვიდი თამაში აქვს ჩატარებული. გარდა ამისა, გიორგი წიტაიშვილს უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებებში უთამაშია, დაწყებული 16-წლამდელებიდან, 20-წლამდელთა ნაკრების ჩათვლით, რომელთან ერთადაც 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და 21-წლამდელთა ნაკრებით დამთავრებული.

wisla.krakow

altუკრაინაში მოთამაშეების სირთულეები - წიტაიშვილის ფორმაში ყოფნა გვჭირდება...

altრატომ ვერ დამკვიდრდა წიტაიშვილი "დინამოში" - უკრაინელები მსჯელობენ

მკითხველის კომენტარები / 3 /
გოლიც გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში
Vasili
21:42 06-04-2022
0
მარჯვენა მხარეა ამ ბიჭის ადგილი, მარცხნივ ისედაც დიდი კონკურენციაა შეტევაში და დაცვაში კიდევ ამ ბიჭის დაყენება საცოდაობაა.
გგგ
15:02 06-04-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული