მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში არაერთი სიახლე იწერება ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაზე. საინტერესოა, როგორი რეაქცია აქვთ რუს გულშემატკივრებს ამ ამბავზე:
"ხელზე 600 000 ევროს მიიღებს. ეს ფული რუსეთის პრემიერლიგაში სასაცილოა. მოსკოვურ გუნდებსა და "ზენიტში" ეს ანაზღაურება ალბათ მინიმალური იქნებოდა";
"გაჩერდით, მაშინვე დაწერეს, რომ მისი მაქსიმუმი ბათუმის "დინამო" იყო";
"მანამ, სანამ მის 5 ნორმალურ თამაშს ტოპ-კლუბის მაისურით არ ვნახავ, ასე დავწერ, რადგან თავისი მაქსიმუმი რუსეთში უკვე გვაჩვენა. ალბათ, გახსოვთ, როგორ აქრობდნენ რუსი მცველები მოედნიდან. დიახ, ხვიჩას გარშემო არაერთი ჭორია აგორებული, თუმცა ასე იყო
"ნაპოლი", მოუსმინეთ "რუბინის" გულშემატკივრებს! ხვიჩა არ არის მაგ დონის მოთამაშე";
"ნაპოლისთვის" კვარაცხელია არაშესაფერისია, ალბათ, უფრო "ჯენოა" და "უდინეზე". ნეაპოლში სათადარიგო სკამზე მოუწევს ჯდომა და 10-15 წუთი თამაში";
"ეს ხვიჩას მოძულეებისთვის დიდი დარტყმაა. წარმატებები";
"როგორც მივხვდი, ეს იყო ფარული მოლაპარაკებები";
"ჩემი აზრით, ბათუმის "დინამო" იქნება შუამავალი და მიღებული თანხის ნაწილს დაიტოვებენ. საიმანოვი უფასოდ წასვლის უფლებას ალბათ არ მისცემს";
"აბა, სად ხართ ისინი, ვინც ამბობდით, რომ ხვიჩას არავინ წაიყვანდა?"
როგორც ჩანს, რუსებს ეგონათ, რომ ხვიჩა არ გაიყიდობა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ქართველ ფეხბურთელს ნეაპოლში დიდი იმედით ელოდებიან, ზედმეტსახელიც კი მოუფიქრეს!