"ნაპოლი", მოუსმინეთ "რუბინის" გულშემატკივრებს..." - რუსები ხვიჩას ტრანსფერს ეხმაურებიან

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, სოციალურ ქსელში არაერთი სიახლე იწერება ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლაზე. საინტერესოა, როგორი რეაქცია აქვთ რუს გულშემატკივრებს ამ ამბავზე:

"ხელზე 600 000 ევროს მიიღებს. ეს ფული რუსეთის პრემიერლიგაში სასაცილოა. მოსკოვურ გუნდებსა და "ზენიტში" ეს ანაზღაურება ალბათ მინიმალური იქნებოდა";

"გაჩერდით, მაშინვე დაწერეს, რომ მისი მაქსიმუმი ბათუმის "დინამო" იყო";

"მანამ, სანამ მის 5 ნორმალურ თამაშს ტოპ-კლუბის მაისურით არ ვნახავ, ასე დავწერ, რადგან თავისი მაქსიმუმი რუსეთში უკვე გვაჩვენა. ალბათ, გახსოვთ, როგორ აქრობდნენ რუსი მცველები მოედნიდან. დიახ, ხვიჩას გარშემო არაერთი ჭორია აგორებული, თუმცა ასე იყო
ზაფხულშიც";

"ნაპოლი", მოუსმინეთ "რუბინის" გულშემატკივრებს! ხვიჩა არ არის მაგ დონის მოთამაშე";

"ნაპოლისთვის" კვარაცხელია არაშესაფერისია, ალბათ, უფრო "ჯენოა" და "უდინეზე". ნეაპოლში სათადარიგო სკამზე მოუწევს ჯდომა და 10-15 წუთი თამაში";

"ეს ხვიჩას მოძულეებისთვის დიდი დარტყმაა. წარმატებები";

"როგორც მივხვდი, ეს იყო ფარული მოლაპარაკებები";

"ჩემი აზრით, ბათუმის "დინამო" იქნება შუამავალი და მიღებული თანხის ნაწილს დაიტოვებენ. საიმანოვი უფასოდ წასვლის უფლებას ალბათ არ მისცემს";

"აბა, სად ხართ ისინი, ვინც ამბობდით, რომ ხვიჩას არავინ წაიყვანდა?"

როგორც ჩანს, რუსებს ეგონათ, რომ ხვიჩა არ გაიყიდობა, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. ქართველ ფეხბურთელს ნეაპოლში დიდი იმედით ელოდებიან, ზედმეტსახელიც კი მოუფიქრეს!

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამიტომაა ჩემო ახლგაზრდა ქართველებო მაგ მამაძაღლებთან არ უნდა წახვიდეთ სათამაშოთ არასდროს
ფეხბურთის ქომაგი
18:02 06-04-2022
2
ძალიან ბოროტი ხალხია, უკვე ინსტაგრამზეც უწერენ ხვიჩას, რომ უმადურია და გუნდი გადააგდო.
ასევე სხვაგან რუსოფობსაც ეძახიან.
მინდა ჩვენმა ახალგაზრდობამ იცოდეს, რაც არ უნდა კარგი გაუკეთო მაგ ხალხს, მოედნები რომ გაუვსო, სანახაობრივი ფეხბურთი შესთავაზო და მათი ჩემპიონატის დონე ასწიო ისე როგორც ხვიჩამ , მაინც არ იქნებიან მადლიერები და იქეთ დაგადანაშაულებენ.
მაგ ხალხს ჰგონია, საქართველო და ქართველი იმისთვის შეიქმნა, რომ ესენი გაართოს, ამათთვის იცეკვოს, იმღეროს და სიამოვნება მიანიჭოს.
ესენი არ აზროვნებენ ცივილური ერებივით. ესენი იმპერიალისტურ ჩამყაყებულ იდეებში არიან ჩარჩენილი, სადაც ჩვენ ეგზოტიკური, განუვითარებელი, მაგათ გასართობად შექმნილი არსებები ვართ, ვინც ჩოხაში ჩაცმული მათ საამებლად ცეკვავს.
არანაირ სიძულვილს და ფობიას არ ვქადაგებ, უბრალოდ რაც შეიძლება, როგორც შეიძლება და სადაც შეიძლება ყველგან და ყველა სფეროში დისტანცია და იგნორი ამ ბოროტების იმპერიას!!!
ხვიჩა, წარმატებებს გისურვებ, ნამდვილად იმსახურებ ისეთ ქვეყანას და გულშემატკივარს, ვინც შენს შრომას დააფასებს!!
Skeleton
18:48 06-04-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული