"დასძლევს ხვიჩა "ნაპოლიში" კონკურენციას თუ იჯარით გაუშვებენ?" - რამდენად საფუძვლიანია რუსების ეჭვები

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" პრაქტიკულად უკვე განხორციელებულ ტრანსფერს რუსეთში გამოეხმაურნენ. კომენტარი "რუბინის" ყოფილმა მწვრთნელმა რინატ ბილიალეტდინოვმა გააკეთა.

"ის "ნაპოლიში" ადაპტაციას მოახერხებს. იქ დიდი კონკურენციაა, ახალგაზრდა ტალანტები ჰყავთ. დიდხანს ადაპტაციის საშუალებას იქ არ მისცემენ. საჭირო იქნება სწრაფად პროგრესირება და რაც შეიძლება მეტი სათამაშო დროის მიღება. ასეთი ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი იმას გულისხმობს, რომ თუ რაღაც ისე არ წავიდა, "ნაპოლის" შეუძლია მშვიდად გაუშვას იჯარით. სათამაშო დროს მისცემენ, საკითხავია - როგორ გამოიყენებს. მისი მსუბუქი წონადობა დამატებითი ათლეტიზმით უნდა განმტკიცდეს. ეს იტალიაა, იქ სერიოზული ბრძოლა იქნება", -
ციტირებს ბილიალეტდინოვს "სპორტ-ექსპრესი".

კვარაცხელიას მომავალ ტრანსფერს წერილი "კომერსანტმა" მიუძღვნა:

"ბოლო სეზონების რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე კაშკაშა დრიბლიორი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც "რუბინი" მარტის დასასრულს დატოვა, ახლოსაა იტალიის ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლ "ნაპოლისთან" კონტრაქტის გაფორმებასთან. ეს საინტერესოა, მაგრამ ისე მოჩანს, იტალიური კლუბისთვის საკმაოდ სარისკო გარიგებაა. ლამაზად მოთამაშე ქართველი გარემარბი არასოდეს გამოირჩეოდა რუსეთის პირველობაზე მაღალი ეფექტურობით. "ნაპოლიში" კი ძირითადში მოსახვედრად მაღალი დონის მთელ რიგ ძვირად ღირებულ შემტევებთან კონკურენცია მოუწევს.

რუსეთის პრემიერლიგისთვის, სადაც კვარაცხელია, ფაქტობრივად, როგორც მოთამაშე ჩამოყალიბდა, მისი ისეთ კლუბში გადასვლა, როგორიც "ნაპოლია", დიდი მოვლენაა. "ნაპოლი" არა მხოლოდ კონტინენტური "დიდი ხუთეულის", არამედ ელიტური გუნდია. ამ სეზონში იტალიაში ოქროსთვის იბრძვის. ამასთან, არ შეიძლება ითქვას, თითქოს ხვიჩასადმი  გრანდისგან ყურადღების მიქცევა დიდი სიურპრიზი გახლდათ. ადრე რიგი ბრიტანული გამოცემები ამტკიცებდნენ, რომ ქართველით ინგლისის პრემიერლიგის ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ დაინტერესებული - მაგალითად, "ტოტენჰემი" და "არსენალი" მზად იყვნენ 10 მილიონ ფუნტად შეეძინათ.
გასული და ამ საუკუნის ათწლეულების განმავლობაში, დიდი ალბათობით, ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე სანახაობრივი მოთამაშე იყო. მიმდინარეს ჩათვლით, ოთხ სეზონში ის ან საუკეთესო იყო, ან შედიოდა სამ საუკეთესოთა შორის ისეთ მაჩვენებლებში, როგორიცაა დრიბლინგი, წარმატებული "მოტყუება". Opta-ს მონაცემებით, საშუალოდ მატჩისას ამას ოთხზე მეტჯერ აკეთებდა: ეს ბრწყინვალეა.

თუმცა სინამდვილეში გარიგებაში "ნაპოლისა" და თავად ხვიჩასთვის არსებითი რისკი, ალბათ, არსებობს. საქმე იმაშია, რომ კვარაცხელიას შთამბეჭდავი თამაში ცუდად შეესაბამებოდა ეფექტურობას. მან რუსეთის ჩემპიონატზე 75 მატჩში მხოლოდ 10 გოლი გაიტანა. არც საგოლე გადაცემების სტატისტიკა აქვს არაფრით უკეთესი - ამ დროს განსაკუთრებულად შეტევაზე ორიენტირებულ ვინგერს უკეთესი შედეგიანი მოქმედება მოეთხოვება. "ნაპოლიში" ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება ტოპ-კლასის სოლიდურ ჯგუფთან კონკურენციაში მოუწევს, რომლებიც კარგ ტონუსში იმყოფებიან და მსგავსი ფუნქციებისანი არიან - ვიკტორ ოსომხენი, ირვინგ ლოსანო, დრის მერტენსი და მატეო პოლიტანო. უშუალოდ მისი კონკურენტი კი, შესაძლოა, ლორენცო ინსინიე (ტორონტოში აპირებს გადასვლას - რედ.) იყოს, რომელიც ასევე ხშირად თამაშობს შეტევის მარცხენა ფლანგზე - იტალიის ნაკრების თავდამსხმელი, რომელიც კლუბის ფანებს შორის კოლოსალური პოპულარობით სარგებლობს".

მკითხველის კომენტარები / 13 /
საინტერესოა ამათი აბსურდული ანალიზი..
ფაქტებით ვიმსჯელოთ.. მაშ ასე დავიწყოთ:
1. ინსინეს პენლებით ააქვს წელს 85 პროცენტი გოლი გატანილი.
2. ინსინე იტალიის სერიაში გაიზარდა დაბერდა.
3.სპალეტი გუნდურ თამაშს ათამაშებს და არა მხოლოდ დაცვას მორინიოსთან განსხვავებით.
4.ხვიჩა ჯერ იქაური მწვრთნელებისთვის და ფეხბურთელებისთვის დიდი სურპრიზი იქნება ჯოკრად.
5.კვარაცხელია ის ფეხბურთელი არაა გულზე ხელდაკრეფილი ოჯდეს სკამზე ის შრომისმოყვარეა.
6.რუბინში გოლები და საგოლეები არ აკლდა როცა ხვიჩასთან ერთად დესპოტოვიჩი და ბაკაევი თამაშობდნენ სივრცეები ეძლეოდა.
7.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მთელი მოწინააღმდეგე კლუბის დაცვა ხვიჩას მეურვეობდა ეს კი ღრუსებს გიხაროდათ დავკეტეთ არაფერი შეუძლიაო.
8.ინსინესთან შედარებით ის 21 წლისაა.
9.უკვე მსოფლიო ფეხბურთის ყურადღების ცენტრშია,კარგად დააკვირდით მის თამაშებს რომ გადავა,დატკბით როგორ მიეცემა სივრცეები ვარსკლავების გარემოცვაში და როგორ გამოიყენებს ის ყოველ შანს.
10.ხვიჩა კვარაცხელიაა და არა მირანჩუკი რომელიც რონალდოდ შერაცხეთ.
11.თუ ასე უსუსური და სუსტია და არ გაამართლებს უკაცრავად მაგრამ რატო გაინტრიგებთ და განიხილავთ?!
ასე რომ ჩემო ძვირფასებო თქვენი ანალიზი იქ გაიკეთეთ ეხლა გულში რომ გაიფიქრეთ..
თქვენდა სამწუხაროდ მაქედან საუბრით მხოლოდ გაგვამხიარულებთ და ხვიჩას უფრო მეტ მოტივაციას მიცემთ რომ დაგადუმოთ და თავი იქ შეყოთ სადაც წეღან გულში გაიფიქრეთ..
დიდი სიყვარულით მონებს საქართველოდან!!!
შავი კაცი
18:19 13-04-2022
1
ნაკრებში მშვენიერი სტატისტიკა აქვს,ასე გააგრძელე კვარა!
სოსო
18:00 13-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული