ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" პრაქტიკულად უკვე განხორციელებულ ტრანსფერს რუსეთში გამოეხმაურნენ. კომენტარი "რუბინის" ყოფილმა მწვრთნელმა რინატ ბილიალეტდინოვმა გააკეთა.
"ის "ნაპოლიში" ადაპტაციას მოახერხებს. იქ დიდი კონკურენციაა, ახალგაზრდა ტალანტები ჰყავთ. დიდხანს ადაპტაციის საშუალებას იქ არ მისცემენ. საჭირო იქნება სწრაფად პროგრესირება და რაც შეიძლება მეტი სათამაშო დროის მიღება. ასეთი ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი იმას გულისხმობს, რომ თუ რაღაც ისე არ წავიდა, "ნაპოლის" შეუძლია მშვიდად გაუშვას იჯარით. სათამაშო დროს მისცემენ, საკითხავია - როგორ გამოიყენებს. მისი მსუბუქი წონადობა დამატებითი ათლეტიზმით უნდა განმტკიცდეს. ეს იტალიაა, იქ სერიოზული ბრძოლა იქნება", -
ციტირებს ბილიალეტდინოვს "სპორტ-ექსპრესი".
კვარაცხელიას მომავალ ტრანსფერს წერილი "კომერსანტმა" მიუძღვნა:
"ბოლო სეზონების რუსეთის პრემიერლიგის ყველაზე კაშკაშა დრიბლიორი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც "რუბინი" მარტის დასასრულს დატოვა, ახლოსაა იტალიის ჩემპიონის ტიტულისთვის მებრძოლ "ნაპოლისთან" კონტრაქტის გაფორმებასთან. ეს საინტერესოა, მაგრამ ისე მოჩანს, იტალიური კლუბისთვის საკმაოდ სარისკო გარიგებაა. ლამაზად მოთამაშე ქართველი გარემარბი არასოდეს გამოირჩეოდა რუსეთის პირველობაზე მაღალი ეფექტურობით. "ნაპოლიში" კი ძირითადში მოსახვედრად მაღალი დონის მთელ რიგ ძვირად ღირებულ შემტევებთან კონკურენცია მოუწევს.
რუსეთის პრემიერლიგისთვის, სადაც კვარაცხელია, ფაქტობრივად, როგორც მოთამაშე ჩამოყალიბდა, მისი ისეთ კლუბში გადასვლა, როგორიც "ნაპოლია", დიდი მოვლენაა. "ნაპოლი" არა მხოლოდ კონტინენტური "დიდი ხუთეულის", არამედ ელიტური გუნდია. ამ სეზონში იტალიაში ოქროსთვის იბრძვის. ამასთან, არ შეიძლება ითქვას, თითქოს ხვიჩასადმი გრანდისგან ყურადღების მიქცევა დიდი სიურპრიზი გახლდათ. ადრე რიგი ბრიტანული გამოცემები ამტკიცებდნენ, რომ ქართველით ინგლისის პრემიერლიგის ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ დაინტერესებული - მაგალითად, "ტოტენჰემი" და "არსენალი" მზად იყვნენ 10 მილიონ ფუნტად შეეძინათ.
გასული და ამ საუკუნის ათწლეულების განმავლობაში, დიდი ალბათობით, ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატის ყველაზე სანახაობრივი მოთამაშე იყო. მიმდინარეს ჩათვლით, ოთხ სეზონში ის ან საუკეთესო იყო, ან შედიოდა სამ საუკეთესოთა შორის ისეთ მაჩვენებლებში, როგორიცაა დრიბლინგი, წარმატებული "მოტყუება". Opta-ს მონაცემებით, საშუალოდ მატჩისას ამას ოთხზე მეტჯერ აკეთებდა: ეს ბრწყინვალეა.
თუმცა სინამდვილეში გარიგებაში "ნაპოლისა" და თავად ხვიჩასთვის არსებითი რისკი, ალბათ, არსებობს. საქმე იმაშია, რომ კვარაცხელიას შთამბეჭდავი თამაში ცუდად შეესაბამებოდა ეფექტურობას. მან რუსეთის ჩემპიონატზე 75 მატჩში მხოლოდ 10 გოლი გაიტანა. არც საგოლე გადაცემების სტატისტიკა აქვს არაფრით უკეთესი - ამ დროს განსაკუთრებულად შეტევაზე ორიენტირებულ ვინგერს უკეთესი შედეგიანი მოქმედება მოეთხოვება. "ნაპოლიში" ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება ტოპ-კლასის სოლიდურ ჯგუფთან კონკურენციაში მოუწევს, რომლებიც კარგ ტონუსში იმყოფებიან და მსგავსი ფუნქციებისანი არიან - ვიკტორ ოსომხენი, ირვინგ ლოსანო, დრის მერტენსი და მატეო პოლიტანო. უშუალოდ მისი კონკურენტი კი, შესაძლოა, ლორენცო ინსინიე (ტორონტოში აპირებს გადასვლას - რედ.) იყოს, რომელიც ასევე ხშირად თამაშობს შეტევის მარცხენა ფლანგზე - იტალიის ნაკრების თავდამსხმელი, რომელიც კლუბის ფანებს შორის კოლოსალური პოპულარობით სარგებლობს".
რატომღაც სხვა მისი ასაკის ფეხბურთელებს თავისუფლად განვითარების საშუალებას ვაძლევთ, აჟიოტაჟს არ ვტეხთ და ამას ყველაფერი თავს დავატეხეთ, ქება-დიდებიდან დაწყებილი მოღალატის ძახილით დამთავრებული.
რუსეთში ორი წელია ზედიზედ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ხდებოდა, რუსი ახალგაზრდები ძალიან დაიჩრდილენ მის ფონზე. არც მიკვირს რუსული პრესა რომ წაკბენს ხოლმე და ბოღმიან სტატიებს წერს მასზე.
ნაპოლიში რომ წავა, თავიდან კარგად რომ ვერ წაუვიდეს საქმე უკვე წარმომიდგენია რასაც დაატეხავენ თავს, პირველ რიგში საქართველოდან.
მარა მგონი უკვე იმუნიტეტი გამოიმუშავა ნეგატივის ასხლეტის და ღირსეულად გადატანის.